მიირთვით ყავის ნაცვლად ეს ჩაი. ასე მოიშორებთ ზედმეტ სითხეს, კილოგრამებს, შეშუპებას და გაიწმენდთ სხეულს

2108

დღესდღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ჭარბი წონისგან იტანჯება, მათი დიდი ნაწილი კი საერთოდ ვერ ათვითცნობიერებს, რომ ჭარბი წონა არა მხოლოდ კოსტმეტიკური პრობლემაა, არამედ წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ზედმეტ კილოგრამებს აქვს დამატებითი დატვირთვა ყველა ორგანოზე, სისტემაზე, ძვლებზე, სახსრებზე და ჩვენს განწყობაზეც კი.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, თქვენ სერიოზულად, დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ საქმეს და პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა დღეიდანვე დაიწყოთ. საჭირო მონდომებისა და ძალისხმევის შემთხვევაში საწადელს აუცილებლად მიაღწევთ, თანაც საკმაოდ მცირე დროში.

როგორც მოგეხსენებათ, როდესაც საუბარი წონის დაკლებაზე მიდის, ძალზედ მნიშვნელოვანია რეგულარულად სხეულს დეტოქსიკაციის პროცედურების ჩატარება. ასე გაიწმენდთ ნაწლავებს დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან, დაიჩქარეთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას და საგრძნობლად დააჩქარებთ წონის კლების პროცესს.

საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, 100%-ით ნატურალურია. მისი დახმარებით თქვენ ბოლომდე გაიწმენდთ სხეულს, დაირეგულირებთ მეტაბოლიზმს, გამოდევნით სხეულიდან ზედმეტ სითხეს, დააჩქარებთ წონის კლებისა და ცხიმების წვის პროცესს. კვებაში გარკვეული ცვლილებების შეტანის პარალელურად ამ სასმელის მირთმევით სასიამოვნო ცვლილებები ძალიან მალე თვალსაჩინო გახდება და დასახული მიზნის მისაღწევად კიდევ უფრო მეტი სტიმულიც მოგეცემათ.

მოიშორეთ ზედმეტი სითხე, ჭარბი კილოგრამები და ტოქსინები

ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი გაფილტრული წყალი
  • 1 ჩაის კოვზი ბაზილიკას გამომშრალი და დაფქული ფოთლები
  • 2 ვაშლი
  • 1/2 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი
  • 1 ჩაის კოვზი ცეილონის წიწაკა

მომზადება: 

  1. აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი და ჩაასხით 1 ლიტრი გაფილტრული წყალი.
  2. ჩაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ვაშლი, გახეხილი ჯანჯაფილი და დარიჩინი. მოითმინეთ, სანამ მასა წამოდუღდება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ ბაზილიკა.
  3. ქვაბს დააფარეთ თავსახური და გამორთეთ ცეცხლი.
  4. დააყოვნეთ 15 წუთით.

მიღების წესი:

მზა სასმელი უნდა მიირთვათ დილით, საუზმობამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – სასურველი შედეგის მიღებამდე.

რატომ არის ეს საშუალება ასეთი ეფექტური?

ვაშლი

ყველასათვის საყვარელი ეს ხილი სტიმულირებს ცხიმების წვის პროცესს და ბოლომდე წმენდს ჩვენს სხეულს ტოქსინებისგან და წიდებისგან რეკორდულ დროში. როგორც კი ამ საშუალების მიღებას დაიწყებთ, შენიშნავთ წონის კლებას, კუნთოვანი მასის ზრდას და ენერგიის მოზღვავებას.

ჯანჯაფილი

ეს სანელებელი აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების შეწოვა-ათვისების პროცესს. გარდა ამისა, ჯანჯაფილს აქვს არტერიების გაწმენდისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციის უნარი, გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებითაც.

დარიჩინი

არეგულირებს გლუკოზის, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

ბაზილიკა

ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად, სხეულის გასაწმენდად და განწყობის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, ბაზილიკა არეგულირებს მადას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.