იმისათვის, რომ შეიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი, დაგჭირდებათ მხოლოდ თერმომეტრი

0
8052

ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიური სფეროს კვლევის დროს აღმოაჩინა, რომ სხეულის ტემპერატურა პირდაპირკავშირშია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებასთან.

როგორ შევიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი

ამისათვის თქვენ მხოლოდ უბრალო თერმომეტრი დაგჭირდებათ.

1. გაამზადეთ თერმომეტრი საღამოს, დაძინების წინ: ტემპერატურის მაჩვენებელი მასზე 35 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.

2. დილით, გაღვიძებისთანავე ჩაიდეთ თერმომეტრი იღლიაში და მოითმინეთ 10 წუთი. მიღებული შედეგ – თქვენი სხეულის დილის ბაზალური ტემპერატურა.

3. თუ სხეულის ბაზალური ტემპერატურა მდებარეობს დიაპაზონში 36,5–36,8 °С, ესეიგი თქვენი ფარისებრი ჯირკვალი გამართულად ფუნქციონირებს. ორსულობის ან მენსტრუაციული ციკლის დროს ეს მაჩვენებელი შეიძლება საკუთარ ჩარჩოებს გასცდეს.

4. თუ სხეულის ტემპერატურა 36,5 გრადუსზე დაბალია, ეს ნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება დაქვეითებულია (ჰიპოთირეოზი). თქვენ ასეთ დროს შეიძლება ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებიც აღგენიშნებოდეთ: თავის ქრონიკული ტკივილები, მეხსიერების დაქვეითება, თმის ცვენა და ა.შ.

5. თუ სხეულის დილის ტემპერატურა 36,8 გრადუსს აღემატება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება დაჩქარებულია. სავსებით შესაძლებელია ამ დროს ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობდეს.

6. მაქსიმალურად ზუსტი შედეგის მისაღებად ჩაიტარეთ ეს ტესტი ყოველდღიურად რამდენიმე დღის განმავლობაში და შეადარეთ ერთმანეთს მიღებული შედეგები.

იმისათვის, რომ გავიჯანსაღოთ ფარისებრი ჯირკვალი, აუცილებელია სწორი კვება და სტრესის დამარცხება. ჩაამატეთ საკუთარი კვების რაციონში გოგირდით, მაგნიუმით, კორტიზოლით, A ვიტამინით და B ჯგუფის ვიტამინებით გამდიდრებული პროდუქტები.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის შემოწმების ამ მარტივი მეთოდის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here