ორ კვირიანი პროცედურების შემდეგ ნაოჭები და ლაქები ნაკლებად შესამჩნევი გახდება. საფუვრის ძალიან შედეგიანი ნიღაბი

5435

ბედნიერება, სიხარული და პოზიტიური განწყობა – ნაადრევი დაბერების ყველაზე ძლიერი მტერი! რაც უფრო ბედნიერია ქალბატონი, მით უფრო ლამაზად გამოიყურება ის. თუ გსურთ, თქვენს რეალურ ასაკთან შედარებით ყოველთვის გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ, პირველ რიგში, უნდა ისწავლოთ ცხოვრების სიყვარული.

სამწუხაროდ, ჩვენს დროში, როდესაც სტრესი ჭარბობს, ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკა არც ისე მარტივია. არასწორი კვება და დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას – ნაოჭები ღრმავდება, კანი კარგავს მოქნილობასა და სიმტკიცეს, გვიჩნდება ლაქები, ნაწიბურები და ა.შ.

თუ კარგი გარეგნობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ, რეგულარულად უნდა მიიღოთ საჭირო ზომები, რაშიც იგულისხმება ისეთი ნატურალური საშუალებების გამოყენება, რომლებიც ძირფესვიანად გამოკვებავს და დაატენიანებს ჩვენს კანს.

საფუვრის ნიღაბი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, მართლაც რომ ერთ-ერთი საუკეთესო საშინაო საშუალებაა თავის გასაახალგაზრდავებლად. თუ ამ ნიღაბს 2 კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს გაიკეთებთ, სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იხილავთ!

როგორ გავიახალგაზრდავოთ თავი

ინგრედიენტები: 

  • 2 ჩ.კ. ნედლი საფუარი
  • 6 ჩ.კ. თბილი რძე
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 3 ჩ.კ. სახამებელი
  • რამდენიმე წვეთი E ვიტამინი
  • რამდენი წვეთი A ვიტამინი

ამ ნიღბის ეფექტურობა მაქსიმუმამდე რომ გავზარდოთ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ნედლი საფუარი და არა მისი მშრალი სახეობები.

ინსტრუქცია: 

  1. 2 ჩაის კოვზ ნედლ საფუარს დაასხით თბილი რძე და დააყოვნეთ მასა 20 წუთით.
  2. დაყოვნებულ ნარევში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად გადაურიეთ. თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ჩაანაცვლეთ ის ნატურალური მაწვნით.
  3. მიღებულ მასაში ჩაამატეთ 3 სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი და კიდევ ერთხელ გადაურიეთ. ჭარმოქმნილ მასას უნდა ჰქონდეს შედედებული რძის კონსისტენცია.
  4. A და E ვიტამინის კაფსულები დახვრიტეთ ნემსით და დაამატეთ ორივე მათგანი რამდენიმე წვეთის ოდენობით ჩვენს ნიღაბში.
  5. თუ ზედმეტად მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბს 2 ჩაის კოვზი ცხიმიანი კარაქიც დაუმატეთ.

წაისვით მასა სახის კანზე საშუალო სისქის სფენად. როდესაც ის შეგაშრებათ, გადაიტარეთ მეორე ფენა. საერთო ჯამში 5 ფენის გაკეთებაა რეკომენდებული. ბოლო ფენის წასმიდან 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბიილი წყლით.

2 კვირიანი ყოველდღიური პროცედურების შემდეგ ნაოჭები და ასაკობრივი ლაქები ნაკლებად შესამჩნები გახდა. ეს ის საშუალებაა, რომელიც არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს, რის ხარჯზეც ეფექტურად გვიცავს ნაადრევი დაბერებისგან.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!