ასე ვუმკურნალე ვენების ვარიკოზს დამოუკიდებლად, სახლის პირობებში. გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას

6031

ვენების ვარიკოზული გაგანიერება და თრომბოზი – ჩვენს დროში საკმაოდ გავრცელებული ორი პრობლემა. უმეტესწილად, ვენების ვარიკოზი ქალური დაავადებაა, თუმცა არც მამაკაცები არიან დაზღვეულები ამ უსიამოვნო პრობლემის განვითარებისაგან.

სამწუხაროდ, ვენების გაგანიერება მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. გარდა ძლიერი ტკივილებისა, სიმძიმის გნცდისა, საშინელი შეშუპებისა და ვენოზური კვანძების გაჩენისა, მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად შეიძლება გამწვავდეს, თუ საჭირო ზომებს დროულად არ მივიღებთ.

თუ თქვენ გაქვთ გენეტიკური მიდრეკილება ამ დაავადებისაკენ, აუცილებლად უნდა მიიღოთ პროფილაქტიკური ზომები რეგულარულად.

რა იწვევს ვენების ვარიკოზს? 

გარდა მემკვიდრეობითობის ფაქტორისა, ვენების ვარიკოზული გაგანიერების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც არ გამოირჩევიან ფიზიკური აქტიურობით, აწუხებთ ჭარბი წონა, უწევთ ხანგრძლივი დროით ფეხზე ერთ პოზაში დგომა ან კომპიუტერის წინ საათობით მოკალათება და ა.შ. საკმაოდ მაღალია ამ უსიამოვნო პრობლემის განვითარების რისკი ფეხმძიმე ქალბატონებშიც. წარსულში მიღებული ტრავმები – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ვენების ვარიკოზს პროვოცირებს.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ვენებში გროვდება დიდი რაოდენობით სისხლი, რადგან დასივებულ და შეშუპებულ სისხლძარღვებს დაქვეითებული აქვს სისხლის სწორი მიმართულებით გადაადგილების უნარი. ყოველივე ამან შეიძლება მიგვიყვანოს ღრმა ვენების დაბლოკვამდე და თრომბოზის განვითარებამდე, რაც წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ჩვენი სიცოცხლისათვის.

როგორც კი ამ დაავადების პირველივე სიმპტომებისა და ნიშნების გაჩენას შენიშნავთ, იმოქმედეთ დაუყონებლივ! გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრობლემის თავიდან არიდება ან მისი მკურნალობა საწყის სტადიაზე გაცილებით მარტივია, ვიდრე მაშინ, როდესაც დაავადება რთულ და მწვავე ფორმას იძენს.

დღევანდელ სტატიაში მოგიმზადეთ საკმაოდ ეფექტური საშინაო რეცეპტი, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გარდა საკმაოდ ეფექტური ხალხური რეცეპტების გამოყენებისა, პრობლემისგან ბოლომდე რომ გათავისუფლდეთ, აუცილებლად უნდა გადახვიდეთ ცხოვრების ჯანსაღ სტილზე: იკვებო სწორად, დაიცვათ დიეტა, დაკავდეთ სპორტით და ისეირნოთ ბევრი სუფთა ჰაერზე.

როგორ ვუმკურნალოთ ვენების ვარიკოზს?

ინგრედიენტები:

  • 1 საბავშვო საპონი
  • 1 ჩაის ჭიქა ცხვრის რძე

ინსტრუქცია:

  1. გახეხეთ საბავშვო საპონი რაც შეიძლება წვრილ სახეხზე და შემდეგ დაამატეთ ის თბილ რძეში.
  2. რძისა და საპნის ნარევი გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე მუდმივი მორევის პირობებში.
  3. როდესაც საპონი რძეში ბოლომდე გაიხსნება, გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში.

დღის განმავლობაში 3-ჯერ კარგად დაიმუშავეთ ამ საშუალებით სხეულის პრობლემური მონაკვეთები. ყოველდღიური პროცედურებიდან მცირე დროში თქვენ საოცარ ცვლილებებს აუცილებლად შენიშნავთ!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გახსოვდეთ, რომ ვენების ვარიკოზული გაგანიერება მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, შეექმნას საფრთხე ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი.

თუ ეს ნაკლებად სასიამოვნო პრობემა გაწუხებთ, გირჩევთ, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან და იმქომედოდ მისი დანიშნულების მიხედვით.

მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!