როგორ გავიძლიეროთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა კვერცხის ნაჭუჭის დახმარებით

0
903

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია კვერცხი. ჯანსაღი და ნოყიერი საუზმე ამ პროდუქტის გარეშე ბევრისათვის უბრალოდ წარმოუდგენელია.

კვერცხის ცილაზე და გულზე არანაკლებ სასარგებლოა მისი ნაჭუჭი, რომელიც 90%-ით ნატურალური კალციუმისგან შედგება. როგორც მოგეხსენებათ, ეს მიკროელემენტი აუცილებელია ჩვენი ძვლების ჯანმრთელობისა და სიძლიერისთვის.

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას, თუ როგორ მოამზადოთ ფხვნილი ნაჭუჭისაგან, რომელიც დაგეხმარებათ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გაძლიერებაში და ოსტეოპოროზის პრევენციაში. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ კვერცხის ნაჭუჭს პაციენტებმა, რომლებიც კალციუმის დეფიციტს განიცდიან.

  • 1-ლი ნაბიჯი: კარგად გარეცხეთ კვერცხის ნაჭუჭი.
  • მე-2 ნაბიჯი: გარეცხილი ნაჭუჭი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ 10 წუთით, რათა გაანადგუროთ მავნე ბაქტერიები და მიკრობები.
  • მე-3 ნაბიჯი: სანამ ნაჭუჭი იხარშება, გააცხელეთ ღუმელი 90 გრადუსამდე.
  • მე-4 ნაბიჯი: მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და შედგით ღუმელში 15 წუთით.
  • მე-5 ნაბიჯი: ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით კარგად დაფქვით ნაჭუჭი.

სუფთა სახის კალციუმი მზად არის! შეაზავეთ კერძები და სალათები ნაჭუჭის ფხვნილით, რათა გაიძლიეროთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. დღეში 1 ან 2 ჩაის კოვზი სავსებით საკმარისი იქნება

შეგიძლიათ ჩაამატოთ ის 1 ჩაის კოვზის ოდენობით ოთახის ტემპრატურის წყალში და პირდაპირ დალიოთ.