დარწმუნებული ვარ, რომ შემოგთავაზონ სამუშაო დროის შემცირება, უარს არ იტყვით. აღმოჩნდა, ამისთვის მეცნიერულად დამტკიცებული მიზეზებიც არსებობს.
2016 წელს, ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც გაირკვა, რომ 40 წელს გადაცილებული თანამშრომლებისთვის სამდღიანი სამუშაო კვირა გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება.
მელბორნის ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობას იღებდა 3500 ქალი და 3000 მამაკაცი.
მეცნიერებმა გაითვალისწინეს ცხოვრების ხარისხი, ფინანსური მდგომარეობა, ოჯახის სტრუქტურა, საქმიანობის ტიპი.
აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში საშუალოდ 25 საათს მუშაობდნენ, უფრო გულმოდგინედ და ხარისხიანად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს. თუ სამუშაო კვირა უფრო დიდი იყო, პროდუქტიულობა მცირდებოდა სტრესისა და დაღლილობის გამო.
იმის მიუხედავად, გიყვართ თუ არა თქვენი საქმე, რაღაც მომენტში იღლებით.
იმისათვის, რომ პროფესიული “გადაწვა” თავიდან აიცილოთ, ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ დეტალებზე:
- მიდრეკილება ალკოჰოლის მიმართ;
- ხანგრძლივი მუშაობა არასახარბიელო შედეგებით;
- მუდმივი დაღლილობა;
- დადარდიანება და დეპრესია;
- ზეგანაკვეთური სამუშაო(ნებაყოფლობით);
- ტკივილი თვალებსა და სხეულში;
- პრობლემები ოჯახურ და სოციალურ ცხოვრებაში.
ზოგიერთ ქვეყანაში ეს საკითხი უკვე კონტროლის ქვეშაა. მაგალითად, საფრანგეთში აკრძალეს ელექტრონული წერილების გაგზავნა თანამშრომლებისთვის არასამუშაო საათებში. სხვა ქვეყნებში თანდათან გადადიან ოთხდღიან სამუშაო კვირაზე.
თუმცა, თუ თქვენ ბევრს მუშაობთ და საქმიანობის სფეროს ვერ ცვლით, ეცადეთ, ეს ყველაფერი კარგი ურთიერთობებით ან ჰობით ჩაანაცვლოთ. შეავსეთ ცხოვრების სხვა სფეროები დადებითი ემოციებითა და პოზიტივით.