როგორ მოვამზადოთ კოსმეტიკური საპონი შვრიისგან, რომელიც აგლუვებს ნაოჭებს, ამარცხებს პიგმენტაციას და აქრობს შავ წერტილებს

3296

თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევთ, შვრია სწორედ ის პროდუქტია, რომელიც თქვენი ყოველდღიური კვების რაციონის განუყოფელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. გარდა იმისა, რომ მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, მოცემული პროდუქტის რეგულარულად მირთმევა სასარგებლოდ ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე, შვრია წარმოადგენს საშინაო ეფექტური ნიღბების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს. ის არბილებს, წმენდს, კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს, აუმჯობესებს სახის კონტურს, ამცირებს ნაოჭებს, პიგმენტაციას და ა.შ.

ყველაზე მარტივი გზა შვრიის გამოსაყენებლად მისი ფანტელების დაფქვა, წყალთან შერევა და მიღებული ნაყენით სახის კანის რეგულარულად დაბანაა. მოცემული პროდუქტის სასარგებლო პოტენციალი მაქსიმუმამდე რომ გავზარდოთ, რეკომენდებულია მისი შერევა სხვა სასარგებლო კომპონენტებთანაც (რძე, თაფლი, სხვადასხვა ვიტამინები კაფსულების სახით და ა.შ.).

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ საკუთარი ხელით მომზადებულ შვრიის საპონზე, რომელიც არაჩვეულებრივია მშრალი და პრობლემური კანისთვის. ეს არის კოსმეტიკური საშუალება, რომელიც ფლობს არაერთ უპირატესობას. შვრიის საპონს ბოლომდე ამოაქვს ჭუჭყი კანის ფორებიდან, ის არბილებს ეპიდერმისს, უბრუნებს მას ელასტიკურობასა და სიმტკიცეს, არაჩვეულებრივად კვებავს კანს და აქვს მსუბუქი გამათეთრებელი ეფექტი.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ შვრიის საპონი

თქვენ დაგჭირდებათ 1 ან 1,5 ლიტრიანი მინის ქილა და მოსახარშად გამზადებული ე.წ. “ჰერკულესის” ფანტელები. ქილა ნახევრამდე შეავსეთ შვრიის ნედლი, უმი ფანტელებით და დაასხით იმ რაოდენობით ცხელი წყალი, რომ ჭურჭელი ბოლომდე გაივსოს (წყალი უნდა იყოს გაცხელებული 70-80 გრადუსამდე). დახურულ მდგომარეობაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში დააყოვნეთ ნარევი სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე.

24 საათის გასვლის შემდეგ კარგად ამოურიეთ ნარევს და გადაწურეთ ის ორ ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით. ფაფა, რომელიც დარჩება, მაქსიმალურად გაწურეთ და შემდეგ მოიშორეთ. მზა ნაყენი უნდა მოათავსოთ მინის ჭურჭელში, დააფაროთ თავსახური და შეინახოთ მაცივარში.

შვრიის ამ ნაყენში წარმოიქმნება სპეციალური წებოვანი მასა, რომელიც დაილექება ჭურჭელის ფსკერზე. წყალის ზედა ფენა ფრთხილად მოაშორეთ მას, დარჩენილი წებოვანი მასა კი გადაიტანეთ თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეათბეთ შვრიის საპონი ორივე ხელის გულზე და იკეთეთ სახის კანის მსუბუქი მასაჟი 2-3 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

შვრიის საპნით სახის კანის რეგულარულად დაბანის შედეგად, თქვენი კანის ტონი და რელიეფი გათანაბრდება, ნაოჭები და პიგმენტაცია საგრძნობლად შემცირდება, ფორები შევიწროვდება, ხოლო შავი წერტილები – ბოლომდე გაქრება.