თუ გყავთ ოჯახის ისეთი წევრი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს, ალოე სწორედ ის მცენარეა, რომელიც თქვენს სახლს აუცილებლად უნდა ამშვენებდეს. ქოთნის ეს მცენარე, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
როგორ გამოვიყენოთ ალოე სამკურნალო დანიშნულებით
გავლენა ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე
- გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამ ლამაზ მცენარეს აქვს დადებითი გავლენა ჩვენს განწყობაზე.
- კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, ალოე ძალიან ეხმარება იმ სუსტი ხასიათის მქონე ხალხს, რომელთაც დაბრკოლებების გადალახვისა და მათი წინააღმდეგ ბრძოლის უნარი არ გააჩნიათ.
გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე
- ალოე ამაღლებს ჩვენი ორგანიზმის თავდაცვით ძალებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
- ამ მცენარეს აქვს დადებითი გავლენა ჩვენს შინაგან ორგანოებზე და სისტემებზე. მისი დახმარებით თქვენი სხეული გახდება გაცილებით მდგრადი ნებისმიერი დაავადების მიმართ.
სამკურნალო რეცეპტები
- თუ ანთებამ, გამონაყარმა ან კანის ნებისმიერი სახის გაღიზინებამ შეგაწუხათ, ალოე აუცილებლად დაგეხმარებათ. მოჭერით მას ფოთოლი და შეინახეთ ის ბნელ და გრილ ადგილას ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ კარგად გამოწურეთ წვენი მისგან. დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები ამ წვენით რეგულარულად.
- ფილტვების ანთების, მწვავე ბრონქიტისა და პლევრიტის დროს ძალიან დაგეხმარებათ შემდეგი რეცეპტი: 1 ჩაის ჭიქა ალოეს რბილობს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და კარგად ამოურიეთ. დააყოვნეთ ის ბნელ და გრილ ადგილას 12 საათის განმავლობაში. დაიწყეთ ამ საშუალების მიღება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
- ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში არაჩვეულებრივია შემდეგი ნაზავი: შეურიეთ ერთმანეთში 100 გრამი ალოეს ახლადგამოწურული წვენი, 300 გრამი თაფლი, 500 გრამი დაფქული ნიგოზი და 3 ლიმონის ცედრა. მიირთვით ეს ნარევი 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- ყაბზობა, გასტრიტი და მეტეორიზმი რომ დაამარცხოთ, შეურიეთ ერთმანეთში 100 გრამი თაფლი და 100 გრამი ალოეს წვენი, დააყოვნეთ 3 საათით დაიწყეთ მისი მიღება 1 ჩაის კოვზის ოდდნეობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- კოჟრების მოსაშორებლად გაჭერით ალოე შუაზე და კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები მისი რბილობით. პროცედურა უნდა გაიმეოროთ რეგულარულად სასურველი შედეგის მიღებამდე.
- თუ სურდომ შეგაწუხათ, ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში ალოეს წვენი 3-5 წვეთის ოდენობით. მოიქეცით ასე ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ.
- იმუნიტეტის გასაძლიერებლად, საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ლარინგიტის, ფარინგიტის, ანემიის, ქუთუთოების ანთების, კუჭის წყლულების, ქრონიკული გასტრიტისა და ყაბზობის, ბრონქალური ასთმისა და დიზენტერიის დროს ძალიან დაგეხმარებათ შემდეგი ნარევი: შეურიეთ ერთმანეთში თაბარი რაოდენობით ალოეს ახლადგამოწურული წვენი და თაფლი. ჭამამდე 30 წუთით ადრე მიირთვით ეს საშუალება 1/3 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, შემდეგ დააყოლეთ თბილი რძე. 3 კვირიანი კურსის შემდეგ აუცილებელია 10 დღიანი შესვენების გაკეთება.
კიდევ რამდენიმე ძალიან ეფექტური სამკურნალო რეცეპტი
- საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს რეკომენდებულია შემდეგი ნაზავის მიღება: 5 ლიტრ ძლიერ წითელ ღვინოს (16-18 გრადუსიანი) დაუმატეთ 2,5 კგ ნატურალური თაფლი და 1,5 კგ ალოეს დაქუცმაცებული ფოთლები (მცენარე უნდა იყოს მინიმუმ 3 წლის და მოჭრამდე 1 კვირით ადრე საერთოდ არ უნდა მორწყათ). მიღებული ნარევი დააყოვნეთ ბნელ და გრილ ადგილას 5 დღის განმავლობაში, შემდეგ დაიწყეთ მისი მიღება მარტივი სქემის მიხედვით: პირველი 5 დღის განმავლობაში ის უნდა მიირთვათ დღეში 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ხოლო დარჩენილ დროში – დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 1 საათით ადრე. კურსის საერთო ხანგრძლივობა – 1,5 თვე.
- თუ თავის საშინელი ტკივილი პერიოდულად გასენებთ თავს, 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთვით 5 წვეთი ალოეს ახლადგამოწურული წვენი.
- სტომატიტის სამკურნალოდ დაასველეთ ბამბა ალოეს ახლადგამოწურული წვენით და დაიფინეთ ის პრობლემურ ადგილზე რამდენიმე წუთით. არაჩვეულებრივი იქნება პირის ღრუში ალოეს წყალხსნარის რეგულარულად გამოვლება (ალოეს წვენი და წყალი აიღეთ თანაბარი რაოდენობით).
- ტუბერკულოზის, პნევმონიისა და ხანგრძლივი ხველის დროს რეკომენდებულია შემდეგი ნარევი: 150 გრამ არყის ხის კვირტებს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ 2 საათის განმავლობაში. გადაწურულ ნახარშს დაუმატეთ 1 კილოგრამი ნატურალური თაფლი, 200 გრამი ძალიან წვრილად დაქუცმაცებული ალოეს ფოთლები და 200 გრამი ზეითუნის ზეთი, კარგად გადაურიეთ. მიირთვით მზა ნარევი 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. ყოველ მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ ნაზავი.
- ქრონიკული ჰაიმორიტის შემთხვევაში ისარგებლეთ ამ ნაზავით: 5 გრამ ალოეს ახლადგამოწურულ წვენს დაუმატეთ 5 გრამი თაფლი და 5 გრამი ქრისტესსისხლა. მიღებული საშუალება ჩაიწვეთეთ 7 წვეთის ოდენობით ორივე ნესტოში, დღეში 3-ჯერ.
- თმის გასაძლიერებლად და მისი ზრდის პროცესის სტიმულირებისთვის 1 სუფრის კოვზ თაფლს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ან თალგამის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი. მიღებული ნარევი კარგად შეიზილეთ თმის ფესვებში, დაიტოვეთ მინიმუმ 40 წუთით და შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.
- კუჭის წყლულის მკურნალობაში აუცილებლად დაგეხმარებათ შემდეგი ნაზავი: ნახევარ ჭიქა წვრილად დაქუცმაცებულ ალოეს ფოთლებს დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი და დააყოვნეთ 3 დღის განმავლობაში. 3 დღის შემდეგ დაასხით ნარევს ერთი ჭიქა წითელი ნატურალური ღვინო და დააყოვნეთ კიდევ რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში. მიირთვით ეს საშუალება ერთი სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!