ყველაფერი გენიალური – მარტივია! ნიღაბი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, შედგება მხოლოდ იაფი, ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან, საკუთარი ეფექტურობით კი ყველაზე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქციასა და პროცედურებს არ ჩამოუვარდება.
ჟელატინი – ჩვენი ნიღბის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც არაჩვეულებრივად ატენიანებს და კვებავს ჩვენს კანს. მას აქვს დადებითი გალვენა კანის ფენებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, აგლუვებს და ხდის ნაკლებად შესამჩნევს ყველაზე ღრმა ნაოჭებსაც კი, აუმჯობესებს სისხლის მიდინებას კანის ზედა ფენებში და გვიცავს ნაადრევი დაბერებისგან. გასაოცრად ჟღერს, არა?
საშინაო ნიღაბი კანის გასაახალგაზრდავებლად
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. ჟელატინი
- 100 მლ წყალი
- 3 ს.კ. თაფლი
- 0,5 ჩაის ჭიქა გლიცერინი
- 1 გრამი (დანის წვერით) სალიცილის მჟავა
ინსტრუქცია:
- ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და კარგად გადაურიეთ.
- მიღებული მასა დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ მუდმივად იქამდე, სანამ ყველა კომპონენტი ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება.
- გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და კვლავ ურიეთ მუდმივად იქამდე, სანამ მასა ოთხის ტემპერატურამდე არ გაგრილდება.
- მზა კრემი მოათავსეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში. ის დაახლოებით 1 თვე გეყოფათ.
დაძინებამდე 2 საათით ადრე წაისვით კრემი სახის კანზე საშუალო სისქის ფენად. სანამ დაწვებით, 20 წუთით ადრე ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ კრემის ის ნარჩენები სახიდან, რომელიც კანმა აღარ შეიწოვა და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
კვირაში რამდენიმე პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები იხილოთ: თქვენი კანის ტონი გათანაბრდება, ნაოჭები ზომაში საგრძნობლად შემცირდება, ლაქები ნაკლებად შესამჩნევი გახდება და ვიზუალურად თავს რამდენიე წლით გაიახალგაზრდავებთ.
გაუზიარეთ სტატია დაქალებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!