19 წლის გოგონა მუცელში ტყუპებს ატარებდა. ექოსკოპიამ უჩვენა, თუ რა იმალებოდა პაწიების ზურგსუკან

966

ინგლისელი შარლენ მედლიკოტი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობდა დიდ ოჯახზე. სამწუხაროდ, მას მოზარდ ასაკში არასანუგეშო დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა.

შარლენს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი აღმოაჩნდა. ამ მდგომარეობაში ქალების უმეტესობა ვერ ორსულდება. და თუკი დაორსულდნენ, რისკავენ, დაკარგონ ნაყოფი.

ჩვენი გმირის შემთხვევაში, სპეციალისტმა, რომელმაც ის გასინჯა, განაცხადა: ქალს დაორსულება არ შეუძლია.

დღეს ამ ვერდიქტის გახსენებისას, შარლენს ეღიმება. 19 წლის ასაკში ის არამხოლოდ დაორსულდა, არამედ, სამყაროს ერთდოულად 4 ახალი სიცოცხლე მოევლინა. ახლა გოგონა ღირსეულად ატარებს 4 ტყუპის ყველაზე ახალგაზრდა დედის წოდებას დიდ ბრიტანეთში.

როდესაც გაირკვა, რომ შარლენი ორსულადაა, ის და მისი შეყვარებული მარკი სიხარულით ცას ეწია. მოგვიანებით დადგინდა, რომ მათ ტყუპები ეყოლებათ. შემდგომში, ექოსკოპიით დადგინდა, რომ მშობლები 4 გოგონას ელოდებიან.

ექიმები ქალის ჯანმრთელობაზე სწუხდნენ და გადაწყვიტეს წყვილს გასაუბრებოდნენ. საქმე იმაშია, რომ ერთდროულად რამდენიმე ტყუპი ხანდახან მკვდარი იბადება. სიტუაციას დედის დაავადებაც ამწვავებდა. მედიკოსებმა ურჩიეს, მოეშორებინათ 4-დან 2 ემბრიონი, რათა დანარჩენი ორისთვის ნორმალური მშობიარობა უზრუნველეყოთ.

მშობლებმა მოითათბირეს და არ დაეთანხმნენ ექიმებს. ორსულობის 24-ე კვირაზე ქალი საავადმყოფოში დააწვინეს, კიდევ 6 კვირის შემდეგ მან 4 გოგონა იმშობიარა.

პატარები 2 თვის მანძილზე ნეონატალურ რეანიმაციაში იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა და ბავშვებმა მშობლებთან ერთად საავადმყოფო დატოვეს. დღეს შარლენი და მარკი დარწმუნებული არიან, რომ სწორად მოიქცნენ, როცა ექიმებს არ დაუჯერეს.

ახალგაზრდა დედა ამბობს: 4 შვილის აღრდა არც თუ ისე ძნელი გამოდგა, როგორც გვეგონა. პატარები ძალიან მშვიდები და უკონფლიქტოები არიან.

რამდენიმე ხანში, როცა ბავშვები წამოიზარდნენ, წყვილი დაქორწინდა.

შარლენის დიაგნოზით, მას ფაქტობრივად არ ჰქონდა დედობის შანსი. მითუმეტეს, დაორსულება ბუნებრივი გზით რომ მოხდებოდა, ამას არავინ ელოდა.

შარლენ მედლიკოტის შემთხვევა – საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ცხოვრებაში საოცრებები ხდება. ყველა უარყოფითი პროგნოზის მიუხედავად, ქალს ოცნება აუხდა. რა თქმა უნდა, არ არის იოლი, მოუარო ერთდოულად 4 შვილს, თუმცა, მოსიყვარულე მშობლები ყველა სირთულეს გადალახავენ.