როგორ გამოვიყენოთ ბანანი აბების ნაცვლად: ასე ვებრძვი უძილობას, სტრესს, ანემიასა და წყლულებს

2190

ძილი – უმნიშვნელოვანესი პროცესი ჩვენი სხეულისთვის. დატვირთული სამუშაო დღის, სტრესისა და დეპრესიის შედეგად, როგორც წესი, გამოძინება ძალიან გვიჭირს, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობაზე.

ჩვენს დროში ძილთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია როგორც ხანდაზმულებში, ასევე ახალგაზრდებშიც კი, რაზეც არაერთი ფაქტორი მოქმედებს. თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ და ძილის რეჟიმს არ დავალაგებთ, თავი შეიძლება იჩინოს ჯანმრთელობის ყველაზე სერიოზულმა პრობლემებმაც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, ხარისხიანად გამოძინება სწორედ ის არის, რაც სილამზისა და კარგი ჯანმრთელობისთვის ყველას ძალიან გვჭირდება!

თუ თქვენც ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც ჩაძინება ძალიან უჭირს, ჩვენი დღევანდელი სტატია სწორედ თქვენთვისაა! ბანანისა და დარიჩინის კომბინაცია – საშუალება, რომელიც მინიმალურ დროში დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას და გაამზადებს თქვენს სხეულს ხარისხიანი დასვენებისთვის.

გარდა ძილის რეჟიმის დარეგულირებისა, მოცემული საშუალება ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რაზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

როგორ მოვამზადოთ ბანანის ჩაი

ინგრედიენტები:

  • 1 ბანანი
  • 1 ლიტრი წყალი
  • 1 მწიკვი დარიჩინი

ინსტრუქცია:

კარგად გარეცხეთ ბანანი და მოათავსეთ ის მდუღარე წყალში თავის კანთან ერთად. ხარშეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. როდესაც ნარევი ოდნავ გაგრილდება, ჩაამატეთ მასში მწიკვი დარიჩინი და კარგად გადაურიეთ.

გადაწურული სასმელი მიირთვით პატარ-პატარა ყლუპებით დაწოლამდე 1 საათით ადრე.

რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მირთვათ ბანანის ჩაი ყოველ საღამოს:

1. ამარცხებს დეპრესიას

ბანანი ტრიფტოფანით მდიდარი პროდუქტია, რომელიც ჩვენს სხეულში სეროტონინად, ე.წ. ბედნიერების ჰორმონად გარდაიქმენაბა. თუ ბანანის ჩაის რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ დეპრესიის დამარცხებას და განწყობის გაუმჯობესებას.

2. გვაშორებს ყაბზობას

როგორც მოგეხსენებათ, ბანანი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელიც აღადგენს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას.

3. არეგულირებს სისხლის წნევას

კალიუმის მაღალი შემცველობის ხარჯზე, ბანანი ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ეფექტურად არეგულირებს სისხლის წნევას. მოცემული ჩაის რეგულარულად მირთმევთ, ინსულტის განვითარების რისკს რამდენიმე პროცენტით შეამცირებთ.

4. გვეხმარება ნაბახუსევის დროს

ბანანს აქვს დამამშვიდებელი, მომადუნებელი გავლენა ჩვენს კუჭზე.მისი ჩაი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და არაჩვეულებრივად ატენიანებს მთელ სხეულს, რაც ნაბახუსევის დამარცხებაში გვეხმარება.

5. კრუნავს წყლულებს

ბანანი – პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ, თუ ნაწლავების გაღიზიანება გაწუხებთ. მისი გლუვი ტექსტურა ქმნის დამატებით დამცავ ფენას ჩვენი კუჭის კედლებზე და გვიცავს კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებებისგან.

6. ამცირებს გულძმარვას

თუ ძლიერი გულძმარვა შეგაწუხებთ, ბანანი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ! უბრალოდ მიირთვთ ეს არომატული ხილი ან მისგან მომზადებული უგემრიელესი ჩაი, რათა მყისიერად გათავისუფლდეთ გულძმარვისგან.

7. აჯანსაღებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას

ბანანი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ჩვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემას გამართულად მუშაობისთვის ჭირდება.

8. ებრძვის ანემიას

რკინის მაღალი შემცველობით გამორჩეული ბანანი საგრძნობლად ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს სისხლში.

9. ამცირებს შეშუპებას

თუ მწერმა გიკბინათ, უბრალოდ დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი ბანანის ქერქით – ასე შეშუპება და ქავილის შეგრძნება სწრაფადვე გაქრება.

10. არეგულირებს სხეულის ტემპერატურას

ტაილანდში ფეხმძიმე ქალბატონებისთვის ყოველდღიურად ამ არომატული ხილის მირთმევა ერთგვარი რუტინაა. მათი მტკიცებით, ბანანი აუცილებელი ხილია, რათა ბავშვი სხეულის ნორმალური ტემპერატურით დაიბადოს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!