ბავშვის ტირილი თითოეულ მშობელს უდიდეს დისკომფორტს უქმნის. თუ ბავშვის დამშვიდებისა და დაწყნარების თითოეული მცდელობა წარუმატებლად სრულდება, ნუ იჩქარებთ ხელების ჩამოყრას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი მშობელი ბრძანდებით. თქვენ უბრალოდ არაფერი გსმენიათ მარტივი ტექნიკის შესახებ, რომლის დახმარებითაც მომტირალი ბავშვის დამშვიდება და დაწყნარებაა შესაძლებელი.
რობერტ ჰამილტონმა, კალიფორნიელი ექიმი, რომელიც უკვე 30 წელიწადია პედიატრად მუშობს, შეიმუშავა განსაკუთრებული ტექნიკა, რომლის დახმარებითაც ჩვილი ბავშვის დამშვიდებას სწრაფად და მარტივად მაოხერხებთ.
როგორ დავამშვიდოთ მომტირალი ბავშვი?
1. აიყვანეთ პატარა ხელში და ფრთხილად დაიწვინეთ ცალ ხელზე მარცხენა მხრით.
2. მისი მარჯვენა ხელი დაადეთ მარცხენა ხელს ზემოდან და დააფიქსირეთ ამ მდგომარეობაში.
3. დაიწვინეთ პატარა გადაჯვარედინებული ხელებით მარჯვენა ხელზე. გეჭიროთ ის ამ მდგომარეობაში 45 გრადუსიანი კუთხით.
4. ფრთხილად არწიეთ თქვენი პატარა.
5. ბავშვი ამ პოზაში იმდენად კომფორტულად იგრძნობს თავს, რომ ის დაუყონებლივ შეწყვიტს ტირილს.
გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციას: