გაგიზიარებთ მეთოდს, რომლის საშუალებით თუჯის ტაფებს გაწმენდთ ცხიმის ნადებისგან, მოაშორებთ ჭვარტლის სქელ ფენას და დაუბრუნებთ პირვანდელ იერს.
დაგჭირდებათ:
- ამიაკის სპირტი 150 მლ
- პოლიეთილენის პარკი 2-3 ცალი
- რეზინის ხელთათმანი
- რესპირატორი (პირბადე)
ინსტრუქცია:
- გაიკეთეთ რესპირატორი და ხელთათმანები, რადგან ამიაკმა შეიძლება თავბრუსხვევა გამოიწვიოს. პროცედურის დროს გამოაღეთ ფანჯრები, სახალი გაანიავეთ ან იმოქმედეთ აივანზე.
- პოლიეთილენის პარკები ჩადეთ ერთმანეთში და ჩაასხით 150 მლ ამიაკის სპირტი. ტაფის მოცულობის მიხედვით გაზარდეთ გამწმენდი ინგრედიენტის რაოდენობა.
- დაბინძურებული ტაფა ჩადეთ პარკში, რომელშიც ასხია ამიაკის სპირტი და შემოახვიეთ თოკი ან გაკვანძეთ.
- ტაფა შეანჯღრიეთ და შეეცადეთ, რომ ამიაკის სპირტი განაწილდეს მთელ ზედაპირზე.
- დატოვეთ აივანზე მთელი ღამე.
- მეორე დღეს ტაფა ამოიღეთ პარკიდან და ძალიან მარტივად, დანის საშუალებით, აიღებთ ჭვარტლის სქელ ფენას.
- კიდევ უფრო გაიმარტივებთ საქმეს, თუ ტაფას 30 წუთით ჩაალბობთ ძმრიან თბილ წყალში.
ახალგაწმენდილმა თუჯის ტაფამ საჭმელი რომ არ მიიწვას, თხელ ფენად წაუსვით ზეთი როგორც გარედან, ისე შიგნიდან. შემდეგ დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ და გააგრილეთ რამდენჯერმე. თუჯის ცხელი ტაფა არ გააციოთ ცივი წყლით. ტაფა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.