კანის მოვლა და მისთვის ჯანსაღი იერსახის შენარჩუნება მარტივი სულაც არ არის. გარემო ფაქტორები, არაჯანსაღი საკვები, სტრესი და ძილის უკმარისობა – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომელთაც უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე.
ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა, რომლის გაჩენისგანაც არცერთი ადამიანი არის დაზღვეული, ჰიპერპიგმენტაციაა. კანის შეფერვა სხვადასხვა მიდამოებში მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, მათ შორის: მზეზე ხანგრძლივი დროით ყოფნა, ორსულობა, ჯირკვლების მუშაობის დარღვევა, ღვიძლის დაავადებები, C ვიტამინის დეფიციტი და ა.შ.
ამ უსიამოვნო მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლა სავსებით შესაძლებელია ნატურალური პროდუქტებისა და საშუალებების დახმარებით, რომელთა ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.
როგორ ვებრძოლოთ კანის ჰიპერპიგმენტაციას სახლის პირობებში?
ალოე
ალოეს წვენი ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ ჭრილობების შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად და დაზიანებული უჯრედების რეგენერაციისთვის, არამედ კანზე გაჩენილი მუქი წრეების შესამცირებლად. აიღეთ მცენარის ნედლი ფოთოლი, გაჭერით შუაზე და გამოწურეთ წვენი რბილობისგან. ჩაალბეთ მასში ბამბის დისკი და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ის კანის პრობლემურ მონაკვეთებში. ჩაიტარეთ პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე.
კეფირი
კეფირი სასარგებლო მხოლოდ ნაწლავებისთვის როდია. რძემჟავას მაღალი შემცველობის ხარჯზე, ის გვეხმარება ლაქების გაღიავებაში, კანის გაწმენდაში და მის დარბილებაში. შეიზილეთ ის ლაქაზე, გაიჩერეთ 20 წუთით და ბოლოს ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ პროცედურა რაც შეიძლება ხშირად სასურველი შედეგის მიღებამდე.
კარტოფილი
B ვიტამინის მაღალი შემცველობის ხარჯზე, კარტოფილი გვეხმარება კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლაში და ლაქების გაღიავებაში. ნედლი კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და შეუდექით კანის პრობლემური მონაკვეთების დამუშავებას. ჩაიტარეთ პროცედურა დღეში 3-ჯერ.
ოხრახუში
კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი C ვიტამინის დეფიციტია. ამ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ ოხრახუში.
კარგად გარეცხეთ ის და გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ თავის ღეროებთან ერთად. მიღბული ფაფისებრი მასა შეიზილეთ კანის პრობლემურ მონაკვეთებში, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.
კურკუმა
ეს აღმოსავლური სანელებელი ცნობილია მისი გამაახალგაზრდავებელი თვისებებით. კურკუმის დახმარებით შესაძლებელია ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაც, თუ მას მარტივი ინსტრუქციით გამოიყენებთ.
მოაომზადეთ პასტისებრი მასა ერთმანეთში დაფქული კურკუმისა და ცხიმიანი კარაქის შერევით. შეიზილეთ ის კანის პრობლემურ მონაკვეთებში, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
კიტრი
გათალეთ კიტრი და მისი კანით შეუდექით ლაქების დამუშავებას (ნელი წრიული მოძრაობებით). კანის მასაჟი ბოსტნეულის გამოყენებით ლაქებს ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევს გახდის.
როგორც უკვე გითხარით, ყველა ამ საშუალების ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!