წლებია კეტჩუპს ამ რეცეპტის მიხედვით ვამზადებ. შენაძენზე გაცილებით გემრიელი გამომდის

654

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებით მოამზადებთ უგემრიელეს და საოცრად არომატულ კეტჩუპს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პამიდორი 3 კგ
  • ვაშლი ნახევარი კგ
  • ხახვი 250 გრ
  • მარილი გემოვნებით
  • შაქარი 1,5 ჩ. ჭ.
  • ვაშლის ძმარი 50 მლ
  • დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
  • შავი პილპილი წმინდად დაფქული გემოვნებით
  • სურნელოვანი პილპილი 5-6 მარცვალი წმინდად დაფქული

მომზადების წესი:

  1. პამიდორს დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ გაფცქვენით და დაჭერით.
  2. ვაშლი გათალეთ და დაჭერით. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით.
  3. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. შემდეგ დაუწიეთ და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 45-50 წუთი.
  4. ბოლოს დაამატეთ შაქარი, მარილი, წითელი წიწაკა და ვაშლის ძმარი. თქვენი გემოვნებით დაამატეთ შავი პილპილი,  სურნელოვანი პილპილი და ადუღეთ კიდევ 10-15 წუთი.
  5. ცხელი კეტჩუპი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და მჭიდროდ დაახურეთ ხუფები.

შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მჟავე ვაშლი, ისე_ ტკბილი. თუ გსურთ, დაამატეთ ცოტა ნიორი ან წითელი ბულგარული წიწაკა.

გემრიელად მიირთვით! არ დაგავიწყდეთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კომენტარების ველის მეშვეობით. როგორ ამზადებთ კეტჩუპს თქვენ?