შვრია უნივერსალური საკვები პროდუქტია, რომელიც ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მაგნიუმით მდიდარი შვრია აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. შვრია შეიცავს ფოსფორს, კალიუმს, ამინომჟავებს, მათ შორის გლუტამინის მჟავას, E, PP, B1,B2, B3, B6_ვიტამინებს, ცილებს, სახამებელს, უჯრედისს, ცხიმებს, თუთიას, მანგანუმს, რკინას, ალკალოიდებს, მინერალურ ნაერთებს, საპონინებს, ფლავონოიდებს. ხალხურ მედიცინაში აქტიურად იყენებენ შვრიის ბაზაზე მომზადებულ სამკურნალო საშუალებებს.
აუცილებლად დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ანტიოქსიდანტებით, მინერალებითა და სხვა საკვები ნივთიერებებით მდიდარი შვრია და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
- შვრია ხელს უწყობს წონის კლებას
- სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის, სისხლძარღვებისთვის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისთვის
- აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას
- ამცირებს ტრიგლიცერიდებისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს
- აგარიდებთ გულის დაავადებების რისკს
- ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას
- აღგავსებთ ენერგიით
შვრია საუკეთესო პროდუქტია წონის დასაკლებად. შემოგთავაზებთ შვრიის რძის, შვრიის ბაზაზე მომზადებული კოქტეილისა და გემრიელი ორცხობილების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ წონის დაკლებას. გარდა ამისა, ორგანიზმს გააჯერებთ ნუტრიენტებით და მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. გაითვალისწინეთ, რომ ისინი მხოლოდ დაბალანსებული დიეტის დანამატია და არა „ჯადოსნური“ გადაწყვეტილება სხეულის „იდეალური“ ფორმების მისაღწევად.
1. შვრიის რძე
უმარტივესად მოსამზადებელი შვრიის რძე რამდენიმე წუთში მზად გექნებათ.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მინერალური წყალი 8 ჭიქა
- შვრიის ფანტელი 1 ჭიქა
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, შვრიის ფანტელს დაასხით 1 ჭიქა მინერალური წყალი და დააბლენდერეთ.
- შემდეგ შეურიეთ დარჩენილი წყალი და ლიმონის წვენი.
- მიღებული ნარევი გაწურეთ საცრის საშუალებით, გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
- ყოველ დილით, უზმოზე, დალიეთ 1 ჭიქა.
2. შვრიისა და ჯანჯაფილის კოქტეილი
შემოგთავაზებთ გემრიელი და სასარგებლო კოქტეილის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნახევარი ბანანი
- 1 ცალი მწიფე მსხალი
- უცხიმო იოგურტი
- შვრიის ფანტელი ნახევარი ჭიქა
- ჯანჯაფილი (დაფქული) ნახევარი ჩ. კ.
მომზადების წესი:
მსხალი გათალეთ და დაჭერით. ბანანიც დაჭერით და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად დააბლენდერეთ. კოქტეილი მიიღეთ საუზმეზე. ის გმატებთ ენერგიას, რომელიც გჭირდებათ მთელი დღის განმავლობაში.
3. შვრიის ორცხობილები
გემრიელი და დიეტური ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მარილი მწიკვი
- კვერცხი 2 ცალი
- ფქვილი ნახევარი ჩ. ჭ.
- შვრიის ფანტელი 1 ჩ. ჭ.
- ყავისფერი შაქარი 1 ჩ.ჭ.
- ზეთი 3 ს. კ.
- ვანილის ექსტრაქტი 1 ს. კ.
- ნახევარი ჭიქა დაჭრილი ნიგოზი ან ქიშმიში
- დარიჩინი გემოვნებით
- სოდა მეოთხედი ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ფქვილს დაამატეთ მარილი, სოდა, შვრია, დარიჩინი, ნიგოზი და აურიეთ.
- ცალკე თასში ათქვიფეთ ზეთი, ვანილის ექსტრაქტი და კვერცხი. შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შაქარი.
- კვერცხიანი მასა შეურიეთ ფქვილიან მასას.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და თქვენთვის სასურველი ფორმის ორცხობილები თანაბრად გაანაწილეთ.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები გამოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით!