თუ ქუსლების კანი გამოგიშრათ, გაგიუხეშდათ ან გაგიჩნდათ ბზარები, აუცილებლად გამოიყენეთ დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი საშუალებები. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს!
ქუსლების კანის გარქოვანება და გაუხეშება იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგან სხეულის ეს ნაწილი ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის.
კანის საშინელი დაზიანებისგან თავის არიდებაში ან უკვე არსებული ბზარების განკურნებაში ძალიან დაგეხმარებათ ნატურალური საშუალებები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ.
როგორ დავირბილოთ კანი ქუსლებზე და გავიქროთ ბზარები?
საშუალება №1 – ლიმონის წვენი
ლიმონმჟავა, რომელსაც ჭარბად შეიცავს ლიმონის წვენი, დაგეხმაებათ კანის დარბილებაში და მკვდარი უჯრედების აქერცვლაში. კარგად გამოწურეთ წვენი ლიმონისგან, ჩაალბეთ მასში ბამბის დისკი და აქტიურად დაიმუშავეთ ქუსლები. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.
საშუალება №2 – ზეითუნის ზეთი
როგორც მოგეხსენებათ, ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც დაგირბილებთ ქუსლების გამომშრალ კანს. თუ მას რამდენიმე წვეთ ლავანდისა და ლიმონის ეთერზეთსაც დაუმატებთ, სამკურნალო პოტენციალს რამდენჯერმე გაზრდით. ყოველდღიურად კარგად დაიმუშავეთ კანი ამ საშუალებით და სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს.
საშუალება №3 – ვაზელინი
კანის სათანადოდ დატენიანება – უმთავრესი წინაპირობა ქუსლებიდან გარქოვანებული კანსია და ბზარების მოსაშორებლად. დაძინების წინ ვაზეილინის გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ კანი, ამოიცვით წინდები და დაწექით. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.
საშუალება №4 – შაქარი
მოამზადეთ საოცრად ეფექტური სკრაბი საკუთარი ხელით. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ზეითუნის ზეთი და შაქარი. მიღებული პასტისებირ მასით კარგად დაიმუშავეთ ქუსლები და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყალით. ასე მარტივად შეძელებთ კანის დარბილებას და მკვდარი უჯრედების აქერცვლას.
საშუალება №5 – თაფლი
ნატურალური ფერმენტები, რომელთაც თაფლი შეიცავს, დაგიტენიანებთ და გაგიჯანსაღებთ კანს. მოამზადეთ თბილი აბაზანა ფეხებისათვის დაფლის დამატებით და მოათავსეთ ფეხები მასში 10-15 წუთით. შეგიძლიათ პირდაპირ შეიზილოთ ის ქუსლებზე, ამოიცვათ წინდები და დაიტოვოთ მთელი ღამით.
საშუალება №6 – რძე
სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი რძე, რომელშიც A ვიტამინის შემცველობა ძალიან მაღალია, გაგიჯანსაღებთ კანს, დაგირბილებთ მას და მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს. მოამზადეთ თბილი აბაზანა: 5-7 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჭიქა რძე და მოათავსეთ მასში ფეხები 15-20 წუთით. თუ პროცედურას ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებებს მალევე იხილავთ.
საშუალება №7 – სეზამის ზეთი
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დამატენიანებელი საშუალება, რომელიც მდიდარია E ვიტამინითა და მჟავებით. ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული სეზამის ზეთი სწრაფად აღგიდგენთ ქუსლების დაზიანებულ კანს. ჩაალბეთ ფეხები თბილ წყალში 10 წუთით, შემდეგ კი შეიზილეთ ეს ზეთი წრიული მოძრაობებით. თუ ამ პროცედურას ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, ბზარებისა და გარქოვანებული კანისგან ძალიან მალე კვალიც არ დარჩება.
საშუალება №8 – კურკუმა
ამ საშინაო საშუალება შესაძლებელია თქვენს კანს ოდნავ მოყვითალო შეფერილობა მისცეს, თუმცა მისი ეფექტი ამად ნამდვილად ღრის! 3 სუფრის კოვზ კურკუმის ფხვნილს დაუმატეთ იმ რაოდნეობით ქოქოსის ზეთი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. წაისვით ის ქუსლებზე, გაიჩერეთ 20-30 წუთით და ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყალით.
ყველა ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნდებით. ძალიან კარგი იქნება, თუ ყოველ ჯერზე თბილი შხაპის მიღების შემდეგ ქუსლებს პემზის ქვით დაიმუშავებთ.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!