შემოგთავაზებთ ორ მარტივ მეთოდს, რომელთა საშუალებით შეძლებთ მატრასის გაწმენდას ლაქებისგან. გაყვითლებულ ლეიბს დაუბრუნებთ სიქათქათეს, გაახლებთ და აღმოფხვრით უსიამოვნო სუნს.
პირველი მეთოდის მიხედვით მატრასის გასაწმენდად გჭირდებათ აუცილებლად ფერმენტირებული საპონი, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ აფთიაქებში და მარკეტებში.
მიჰყევით მარტივ ინსტრუქცია:
- საპონი რამდენიმე წუთით ჩაალბეთ ცივ წყალში.
- შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და გაწმინდეთ მატრასის დალაქავებული ადგილები.
- გააჩერეთ ცოტახანს და გაწმინდეთ ნოტიო ღრუბლით.
მეორე მეთოდის მიხედვით მატრასის გასაწმენდად იყენებთ ბორაქსის ხსნარს.
ხსნარის მოსამზადებლად ბორაქსის 1 ს. კ. ფხვნილი გახსენით 500 მლ წყალში, დაამატეთ 1 ს. კ. კბილის პასტა, ჭურჭლის სარეცხი საშუალების 1-2 წვეთი. მომზადებული ხსნარით გაჯერეთ ღრუბელი, გაწურეთ და ნოტიო ღრუბლით გაწმინდეთ მატრასი.
ორივე მეთოდის საშუალებით იღებთ მაქსიმალურ ეფექტს. აშორებთ უსიამოვნო სუნს და წმენდთ ნებისმიერის სახის ლაქას. გაწმენდილი მატრასი დადეთ ორპირში ან გააშრეთ აივანზე.