შემოგთავაზებთ არომატული მინანქრით დაფარული უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს. ფუმფულა, ჰაეროვანი სამარხვო ნამცხვარი მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 3 ჭიქა
- შაქარი 2 ჭიქა
- ცივი წყალი ერთ-ნახევარი ჭიქა
- სოდა 2 ჩ. კ.
- ძმარი 2 ს. კ.
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- კაკაო ნახევარი ჭიქა
- ვანილინი 12 გრ
- ზეთი 1 ჭიქა
მომზადების წესი:
- მშრალი ინგრედიენტები აურიეთ.
- დაასხით ძმარი, წყალი, ზეთი აურიეთ და ცომიც მზად არის.
- მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში.
- ღუმელი გააცხელეთ 170-180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 4 ს. კ.
- კაკაო მეოთხედი ჭიქა
- წყალი 1,5 ს. კ.
- სახამებელი 2 ს. კ.
სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ შაქარი, კაკაო და აურიეთ.
სახამებელს დაასხით მეოთხედი ჭიქა წყალი და აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ სახამებელი ნაწილ-ნაწილ შეურიეთ კაკაოიან მასას. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ ადუღებამდე. როგორც კი მასა გასქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და დაფარეთ მინანქრით.
ღვეზელი გამოდის ფუმფულა, ჰაეროვანი და ფაფუკი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!