იმისათვის, რომ ხელის კანი არ გამოგიშრეთ და გაგიუხეშდეთ, რეგულარულად უნდა გამოიყენოთ ხელის კანის მოვლის საშუალებები.
შემოგთავაზებთ ალოეს ბაზაზე მომზადებული ხელის გელის რეცეპტს. გელს აქვს დამატენიანებელი, მატონიზირებელი და გამახალგაზრდავებელი ეფექტი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრდიენტები:
- ალოეს 8-10 ფოთოლი
- აგარ-აგარი 1 ჩ. კ.
- წყალი 3 ჩ. კ.
- E ვიტამინი 3 კაფსულა ან ზეთოვანი E ვიტამინი 2-3 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
1. მოზრდილ ალოეს მოაჭერით რამდენიმე ქვედა ფოთოლი. გაითვალისწინეთ, ფოთლების მოჭრამდე რამდენიმე კვირა მცენარე არ უნდა მორწყოთ. ფოთლები გარეცხეთ და მოაჭერით ეკლიანი გვერდები.
2. თითოეული ფოთლი გაჭერით შუაზე, ფრთხილად აიღეთ გელი, დააბლენდერეთ და შემდეგ გაწურეთ მარლის საშუალებით.
3. აგარ-აგარს დაასხით წყალი, აურიეთ და დადგით ორთქლის აბაზანაზე. როგორც კი აგარ-აგარი გადნება, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და ცოტახანს გააჩერეთ.
4. ალოეს დაამატეთ E ვიტამინი და კარგად აურიეთ.
5. აფუებული აგარ-აგარი კვლავ დადგით ორთქლის აბაზანაზე და გათხევადებული ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ალოეს.
6. მომზადებული გელი გადაიტანეთ ქილაში და გამოიყენეთ რეგულარულად.
როგორც ხედავთ, ხელის გელი ძალიან მარტივი მოსამზადებელია. აგარ-აგარი გელს ამკვრივებს და შენახვის ვადას ზრდის 3 კვირამდე. შინ მომზადებული გელის საშუალებით სამუდამოდ დაივიწყებთ ხელის გამომშრალ და გაუხეშებულ კანს.