მარტივი ინსტრუქცია, როგორ დავიკლოთ წონა და შევიმციროთ წელის გარშემოწერილობა ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების ხარჯზე

1697

ბევრი ადამიანი დგას ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიცაა ჭარბი წონა. ეს მდგომარეობა არ ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელი არ ხართ, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება მრავალი დაავადების მიზეზი გახდეს.

ზედმეტი კილოგრამების მოშორების უამრავი მეთოდი არსებობს. ამჯერად, შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული სიროფის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ მუცლის არეში დაგროვილ ცხიმების მოშორებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ლიმონი 1კგ
  • ოხრახუში 5-6 ღერო
  • წყალი 3 ლ
  • სოდა 300 გრ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ლიმონი გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ ჩააწყვეთ თასში, დაასხით თბილი წყალი ისე, რომ დაფაროთ ლიმონი, დააყარეთ სოდა და გააჩერეთ 1 საათი.
  2. ოხრახუში დაჭერით. ლიმონი ამოიღეთ სოდიანი წყლიდან და დაჭერით კანიანად.
  3. მზა ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 3 ლ თბილი წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ადუღების შემდეგ დაუწიეთ და ორ საათ-ნახევარი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. ნახარში საცერის საშუალებით გადაწურეთ თასზე. დაგრჩებათ  ლიტრ-ნახევარი სიროფი.
  4. მომზადებული მასა უნდა გეყოთ 15 დღე.
  5. სიროფი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.

სიროფის 100 მლ მიიღეთ დილით, უზმოზე. 2 კვირის შემდეგ შეამჩნევთ განსხვავებას. მიღება გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.