ნაზი, წვნიანი, გემრიელი და უბრალოდ იდეალური – არ მახსოვს, რომ ასე ძალიან მომწონებოდა ხაჭოსგან დამზადებული დესერტი.

1090

ეს არ არის უბრალოდ ხაჭოს ნამცხვარი ან ჩიზქეიქი.  ეს ჯანსაღი, სრულყოფილი საუზმეა. ეს ნამცხვარი ბავშვებისთვისაც იდეალურია. როგორც წესი, ამ დესერტისთის შესანიშნავია არომატული ახლად მომზადებული ყავა.

ლვოვის ნამცხარი

მასალები:

  • 500 გ ხაჭო
  • 4 ც. კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 1 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • 130 გ კარაქი
  • 40 გ ქიშმიში
  • 1 ს.კ. მანის ბურღულეული
  • 3 ს.კ. ლარაჟანი
  • 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადება:

  1. გათქვიფეთ 150 გრ. შაქარი კვერცხის გულებთან ერთად. ჩაუმატეთ მანის ბურღული, ლიმონის ცედრა, ქიშმიში და 100 გრ. ოთახის ტემპერატურის კარაქი. ამ ყველაფერს დაუმატეთ ხაჭო და გათქვიფეთ.
  2. ცალკე გათქვიფეთ კვერცხის ცილები, ისე რომ სქელი კონსისტენცია მიიღოს და ფრთხილად გადაურიეთ ხაჭოს მიქსში. კარგად აურიეთ.
  3. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიუსზე.
  4. საცხობ ტაფაში ჩააფინეთ პერგამენტი და დაამუშავეთ ცხიმითა და ფქვილით. მიღებულ მასას მიეცით ფორმა და აცხვეთ 45 წუთის განმავლობაში.
  5.  ამასობაში მოამზადეთ ჭიქური: საშუალო ცეცხლზე, ტაფაში გაადნეთ 1 ს. კ კარაქი და 2 ს. კ შაქარი. ცეცხლზე შემომდგარ მასას ურიეთ სისტემატიურად და პარალელურად დაუმატეთ 3 ს. კ არაჟანი და კაკაოს ფხვნილი. განაგრძეთ მორევა და მანამ, სანამ მასა დუღილს დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან.
  6. გამომცხვარი ხაჭოს კვერები გააგრილეთ და შემდეგ მოასხით ცხელი ჭიქური. დესერტი მთელი ღამის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში, დილით კი გემრიელად მიირთვით.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გემრიელი ხაჭო დესერტი ნამდვილად სასარგებლო იქნება თქვენთვის. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში და არ დაგვავიწყდეთ მეგობრებს გაუზიაროთ ეს უგემრიელესი რეცეპტი.