რამდენიმე დღეში ღვიძლს ტოქსინებისაგან ბოლომდე გაიწმენდთ და აღიდგენთ მის მუშაობას

30167

როდესაც ჩვენი ღვიძლი გადატვირთულია და თავს იჩენს სხვადასხვა სახის შეფერხებები ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს მუშაობაში, ჩვენ ამას მაშივნე ვგრძნობთ. საერთო სისუსტე, ენერგიის უკმარისობა, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, საჭმლის მონელების პრობლემები და გამონაყარი კანზე – ნიშნები, რომლებიც ასეთ დროს გვაწუხებს.

ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში მარტივადაა შესაძლებელი ერთი საშინაო საშუალებით, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. ის აბსულუტურად ნატურალური და უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით სხვადასხვა სპეციალურ სააფთიაქო აბებსა და პრეპარატებზე. გარდა ღვიძლის ტოქსინებისგან გაწმენდისა, მოცემული საშუალება მოამარაგებს სხეულს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

პიტნის სასმელი ღვიძლის გასაწმენდად

ინგრედიენტები:

  • ერთი მუჭა ნედლი პიტნა
  • 1 ლიმონის წვენი
  • 1 ფორთოხლის წვენი
  • 1 ლიტრი წყალი
  • 3 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. ჩაასხით წყალი მეტალის ღრმა ჭურჭელში და დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. დაუმატეთ გაცხელებულ წყალს კარგად გარეცხილი პიტნა.
  3. ხარშეთ ის დუღილის დაწყებიდან 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. როდესაც პიტნის ნახარში ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, დაუმატეთ მას 1 ლიმონის წვენი, 1 ფორთოლიხ წვენი და თაფლი. კარგად გადაურიეთ.
  5. რამდენიმე წუთის შემდეგ გადაწურეთ სითხე ახალ ჭურჭელში სპეციალური ფილტრის ან რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით.

მიირთვით პიტნის ეს სასმელი დღეში 1 ჭიქის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – სასმელის ამოწურვამდე. როდესაც პირველ ულუფას ბოლომდე მიიღებთ, გააკეთეთ რამდენიმე დღიანი შესვენება და შემდეგ კვლავ ჩაიტარეთ ერთი კურსი.

გარდა მოცემული საშუალებისა, არსებობს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ხალხური საშუალება, რომელიც ბოლომდე აღადგენს ჩვენს ღვიძლს და აქვს ძალიან დადებითი გავლენა ამ ორგანოზე.

დაგჭირდებათ 1 კილოგრამი ლურჯი ხახვი, რომელიც უნდა გაატაროთ ხორცსაკეპში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ 850-900 გრამი ყავისფერი შაქარი და დააყოვნეთ ბნელ ადგილზე 10 დღის განმავლობაში. დაყოვნებული მასა გაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდით ან მარლით.

მზა სიროფი მიირთვით დღეში მინიმუმ 3 სუფრის კოვზის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე. ერთი კურსის ჩატრების შემდეგ გააკეთეთ 2 კვირიანი შესვენება და შემდეგ კვლავ დაუბრუნდით მკურნალობას.

ორივე ამ საშუალებას მართლაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ღვიძლზე, რაც დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. ღვიძლის ტოქსინებისგან გაწმენდის პარალელურად, თქვენ დატვირთავთ ორგანიზმს სასარგებლო მიკროელემენტებით და გაიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!