რა იწვევს გულის დაზიანებას და როგორ ავირიდოთ თავიდან ფატალური შედეგები

2041

გული – ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელიც მუშაობს განუწყვეტლივ რეჟიმში და ითავსებს სისხლის გადატუმბვის ფუნქციას. სწორედ გულის კუნთი ამარაგებს მთელ სხეულსა და შინაგან ორგანოებს ჟანგბადითა და სხვა მკვებავი ნივთიერებებით.

ყოველდღიური გავრცელებული ჩვევები საგრძნობლად აზიანებს ამ ორგანოს, რამაც სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. როდესაც დარღვეულია გულის კუნთის მუშაობა, თავს იჩენს შეფერხებები ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობაში.

4 დამღუპველი ჩვევა ჩვენი გულისათვის, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ! 

1. ორგანიზმის მიერ გამოგზავნილი სიგნალების დაიგნორება

გახსოვდეთ, ჩვენი ორგანიზმი ყოველთვის ცდილობს ჩვენს გაფრთხილებას სხვადასხვა ნიშნებითა და სიმპტომებით, როდესაც მის თავს რაღაც რიგზე ვერ არის.

თუ გეუფლებათ უცნაური შეგრძნება გულ-მკერდის (ზეწოლისა და ჩხვლეტის შეგრძნება, მსუბუქი და პულსირებადი ტკივილი) არეში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.  გახსოვდეთ, რომ დაგვიანებულმა მკურნალობამ შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

თავბრუსხვევის შეგრძნება, სუნთქვის გართულება და გახშირება, გულის ცემის გახშირება, ოფლიანობა და ხველა – ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც გულის მუშაობის შეფერხებაე მიგვითითებს.

2. ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი

თუ გიწევთ დიდი დროის გატარება მჯდომარე მდგომარეობაში, აუცილებლად მიიღეთ პროფილაქიკური ზომები. ცხოვრების არაჯანსაღი, ნაკლებად მოძრავი სტილი დამანგრევლად მოქმედებს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.

ფიზიკური აქტივობების უკმარისობა იწვევს არტერიების შევიწროებას, სისხლის მიმოქცევის შეფერხებას და ათეროსკლეროზის განვითარებას.

თუ ინფარქტისა და ინსულტის, მე-2 ტიპის დიაბეტისა და სხვა საშინელი პრობლემების თავიდან არიდება გსურთ, აუცილებლად დაკავდით სპორტით (ველოსპორტი, ცურვა, სირბილი) ან ისეირნეთ სუფთა ჰაერზე ფეხით დღეში მინიმუმ 1 საათით.

3. მოწევა

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მავნე ჩვევაა მოწევა. არტერიების დაცობა და სისხლის მიმოქცევის შეფერხება, გულის რიტმის დარღვევა, ათეროსკლეროზის განვითარება, ინსულტი, ინფარქტი – მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელთაც თამბაქოსადმი არაგულგრილი დამოკიდებულება პროვოცირებს.

თუ მოწევაზე უარს იტყვით, ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რიკს დაახლოებით 50%-ით შეამცირებთ. დაფიქრდით, თუ რაში ხარჯავთ შემოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილს…

4. ძლიერი სტრესი

სტრესი და დეპრესია – ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს სერიოზული და მომაკვდინებელი დაავადებების განვითარებას. ნეგატიური ინფორმაცია, ჩვენს გარშემო განვითარებული უსიამოვნო მოვლენები, დაძაბული სამუშაო გარემო, არასაკმარისი ძილი – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რამაც სტრესულ მდგომარეობამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რაც თავის მხრივ გვისპობს და გვინადგურებს ორგანიზმს.

უსმინეთ საყვარელ მუსიკას, იკითხეთ წიგნები, აირჩიეთ ჯანსაღი ჰობი, გაატარეთ დრო სასიამოვნოდ მეგობრების გარემოცვაში – არაფერი აჯანსაღებს სხეულსა და გონებას ისე, როგორც სასიამოვნო შეგრძნებები!

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა შეძლოთ ჯანმრთელობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისრუვბეთ ჯანმრთელობას!