
ილია მეჩნიკოვი – რუსი ზოოლოგი დ მიკრობიოლოგი, უჯრედული იმუნუოლოგიის ერთ-ერთი პიონერი. 1908 წელს პროფესორი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ჩატარებული კვლევის გამო, რომლის ფარგლებშიც მან დამტკიცა, რომ ე.წ. “ჯანსაღი ბაქტერიები” გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.
ეჭვგარეშეა, რომ ფერმენტირებული საკვები ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემისთვის. სასარგებლო პროდუქტების ფერმენტაციის შემდეგ მათი სამკურნალო პოტენციალი რამდენჯერმე იზრდება.
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ფერმენტირებულ ჭარხალზე, რადგან ეს სწორედ ის პროდუქტია, რომელსაც შეუძლია, თავიდან აგვარიდოს მრავალი სერიოზული დაავადება და გააჯანსაღოს მთელი ორგანიზმი. ფერმენტირებული ჭარხალი ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური საშუალებაა ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლების შესაფერხებლად და ავთვისებიანი წამონაზარდების ფორმირების პროფილაქტიკისთვის.
ჭარხალის ფერმენტიზაცია და მისი სასარგებლო გავლენა
ფერმენტაცია – მარტივი პროცესი, რომლის დახმარებითაც მაქსიმუმამდე ვზრდით პროდუქტში სასარგებლო ფერმენტებისა და ბაქტერიების შემცველობას. ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად სასარგებლოა ნედლი ჭარხლის რეგულარულად მირთმევა. თუ ამ პროდუქტს ფერმენტაციის გზით სასარგებლო კომპონენტებით კიდევ უფრო მეტად გავამდიდრებთ, ის საიმედოდ დაგიცავთ მრავალი სერიოზული და საშიში დაავადებისაგან.
რატომ უნდა მივირთვათ ფერმენტირებული ჭარხალი?
- ნიტრატების შემცველობის ხარჯზე აძლიერებს გულის კუნთს;
- ზრდის ჩვენი სხეულის ამტანობას და გვავსებს ენერგიით;
- აქვს კიბოს საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი თვისებები;
- ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს;
- მინიმუმამდე ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს;
- ძალიან სასარგებლოა ორსული ქალბატონებისთვის;
- აწესრიგებს საჭმლის მონელებას;
- ამარაგებს ორგანიზმს ყველა აუცილებელი მიკრო და მაკროელემენტით.
როგორ მოვამზადოთ ფერმენტირებული ჭარხალი?
ინგრედიენტები:
- 6 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი
- 500 მლ წყალი
- 0,5 ჩ.კ. ზღვის მარილი
- დარიჩინის 1 ჩხირი
- მდოგვის თესლი გემოვნებით
- ცერეცოს თესლი გემოვნებით
- მიხაკი გემოვნებით
ინსტრუქცია:
- კარგად გარეცხეთ ჭარხალი.
- აცხვეთ ის 200 °С-მდე გახურებულ ღუმელში 90 წუთის განმავლობაში.
- როდესაც ბოსტნეული გაგრილდება, გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით.
- დაჭრილი ჭარხალი ჭაყარეთ მინის ქილაში და დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი გარდა წყალისა და მარილისა.
- წყალი და მარილი ჯერ კარგად გახსენით ერთმანეთში და მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით ქილის შიგთავსს.
- დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 3 დღე-ღმის განმავლობაში.
- ფერმენტირებული ჭარხალი მზად არის! უკვე დაყოვნებული და გამზადებული პროდუქტი შეინახეთ მაცივარში.
თუ ფერმენტაციის პროცესში ჭახალი თეთრ აპკს ან ქაფს გაიკეთებს, უბრალოდ მოაშორეთ ის. გარდა იმისა, რომ ფერმენტირებული ჭარხალი ძალიან სასარგებლოა, მისი გემოც აუცილებლად მოგეწონებათ.
თუ ამ პროდუქტს რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის წარსულში მოტოვებას და მთელი სხეულის გაჯანსაღებას.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. მადლობა, რომ ჩვენ გვერდში ხართ!