3 ყველაზე ეფექტური და მრავალჯერ გამოცდილი მეთოდი მეჭეჭების მოსაშორებლად.

4183

მეჭეჭების გაჩენა – არაესთეტიკური პრობლემა, რომელიც თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით კი ლამაზი სქესის წარმომადგენელთა თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს.

ადამიანების უმრავლესობას ცხოვრების მანძილზე მინიმუმ ერთი მეჭეჭი მაინც უჩნდება. რა თქმა უნდა, ეს წამონაზარდები კეთილთვისებიანია და არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა ისინი წარმოუდგენლად დიდ დისკომფორტს გვიქმნის. სამწუხაროდ, მეჭეჭები შეიძლება მთელ სხეულზე გავრცელდეს, მათ შორის სახეზეც კი.

არსებობს უამრავი მიზეზი, რამაც შეიძლება კანის ამ უშნო წამონაზარდების გაჩენა განაპირობოს. მაგ: ორსულობა, გაცხიმოვნება, ვიწრო ტანსაცმლის ტარება და ა.შ.

თუ თქვენ სამედიცინო დაწესებულებას ამ პრობლემით მიმართავთ, სპეციალისტი თხევადი აზოტის გამოყენებით წამონაზარდს გაყინავს და მას მექანიკურად მოგაშორებთ. გარდა ამისა, არსებობს მრავალი ხალხური, თანაც საკმაოდ ეფექტური მეთოდი, რომლის დახმარებითაც მეჭეჭების მოშორება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.

1. თუ თქვენ ყოველდღიურად მეჭეჭს შუაზე გაჭრილი ახალი ვაშლით დაიმუშავებთ, ხანმოკლე დროში მისგან კვალიც აღარ დარჩება. მეჭეჭი დაიწყებს გამუქებას და ზომაში შემცირებას. სამუდამოდ ამ პრობლემისგან გათავისუფულება 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ზემოთ ნახსენები პროცედურის ჩატარებითაა შესაძლებელი.

2. ქრისტესსისხლა – გასაოცარი მცენარე, რომლის დახმარებითაც მეჭეჭების მოშორებაა შესაძლებელი. უბრალოდ დაიმუშავეთ ყოველდღიურად წამონაზარდი ამ გასაოცარი მცენარის წვენით და ხანმოკლე დროში ის უკვალოდ გაქრება.

3. ყველაზე გამოცდილი დერმატოლოგებიც კი გვირჩევენ ვაშლის ძმრის გამოყენებას ამ პრობლემის გადასაჭრელად. 1 კვირის განმავლობაში დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ დაიმუშავეთ მეჭეჭი ვაშლის ძმარში დასველებული ბამბით. ხანმოკლე დროში თქვენ ამ უსიამოვნო პრობლემისგან გათავისუფლდებით.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.