კანი თოვლივით თეთრი და ნაზი რომ იყოს, გამოიყენეთ მარტივი საშინაო ნიღაბი. ასე გამოვეთხოვე ლაქებს, რომელთაც დიდხანს უშედეგოდ ვებრძოდი

6468

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ნიღბების რეცეპტებს. საბაზისო ინგრედიენტებია კიტრისა და პამიდვრის კომბინაცია. საბაზისო ნარევს სხვადასხვა ეფექტის მისაღებად ამატებთ სხვადასხვა პროდუქტებს და შესაბამისად იღებთ თქვენი კანისთვის საჭირო ნიღაბს.

ნიღბები ებრძვის კანის ნაკლოვანებებს, კვებავს, ათანაბრებს ტონს, თითქოს აცოცხლებს და ახალისებს კანს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პამიდორი (საშუალო) 1 ცალი
  • კიტრი (საშუალო) 1 ცალი
  • იოგურტი დანამატების გარეშე 1 ს. კ.
  • ჟელატინი 1 ჩ. კ.
  • ბრინჯის ფქვილი ან სიმინდის სახამებელი 2 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი ან ყურძნის წიპწების ზეთი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

1. პირველ რიგში, ამზადებთ ნიღბების საბაზისო კომპონენტს. კიტრი და პამიდორი დაჭერით და დააბლენდერეთ. კიტრისა და პამიდვრის კომბინაციის გამოყენება შესაძლებელია ცალკე, დამოუკიდებელ ნიღბად. ნიღაბი აახალგაზრდავებს, ატენიანებს და კვებავს კანს.

2. თუ გსურთ, კიტრისა და პამიდვრის ნიღაბი გააძლიეროთ მათეთრებელი ეფექტით, ბოსტნეულის 2 ჩაის კოვზ ნარევს ამატებთ 1 ჩ. კ. იოგურტს. ნიღაბი აღიავებს პიგმენტურ ლაქებს და კვებავს კანს.

3. გამამკვრივებელი ეფექტის გასაძლიერებლად კიტრისა და პამიდვრის კომბინაციას ამატებთ 1 ჩ. კ. ჟელატინს, აურევთ, ცოტა ხანს გააჩერეთ და ნიღაბი კოლაგენის ეფექტით მზად არის.

4. ხოლო თუ ბოსტნეულს დაამატებთ ბრინჯის ფქვილს ან სიმინდის სახამებელს, მიიღებთ ნიღაბს, რომელსაც აქვს როგორც მათეთრებელი, ისე გამამკვრივებელი ეფექტი. მაგრამ მასა იქნება სქელი, ამიტომ რეკომენდებულია შეურიოთ 1 ჩ. კ. ზეითუნის ან ყურძნის წიპწების ზეთი.

ზემოთ შემოთავაზებული ნიღბები უნდა წაისვათ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, დეკოლტეს ზონაზე და ხელებზე. გაიჩერეთ 20 წუთი და ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენთვის საჭირო ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.

ზემოთ მოცემული ნებისმიერი ნიღაბი გამოსაყენებლად ვარგისია 3 დღე, გადაიტანეთ მინის პატარა კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.