თუ თქვენ საკუთარი ბაღი ან აგარაკზე მიწის პატარა ნაკვეთი გაქვთ, რომლის დამუშავებასაც და ზედ ნატურალური ბოსტნეულის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კიტრის მოყვანას ცდილობთ, აუცილებლად განაგრძეთ სტატიის კითხვა.
დღეს გთავაზობთ საიდუმლო რეცეპტს, რომელიც თქვენს კიტრს აბსოლიტურად ყველა დაავადებისგან იხსნის და უხვი მოსავლის მიღებაშიც დაგეხმარებათ. ეს რეცეპტი მეგობრამა გამიზიარა, რომელიც საკმაოდ გამოცდილი მებაღეა. ამ რჩევისთვის მას დღემდე ვემადლიერები!
იმ ფაზაში შესვლის შემდეგ, როდესაც თქვენს მცენარეს 3-4 ფოთოლი უჩნდება, ის აუცილებლად უდნა დავამუშავოთ შემდეგი ხსნარით:
წყლით სავსე სათლში (ვედროში) ჩაამატეთ 30 წვეთი იოდი, 20 გრამი სარეცხი საპონი და 1 ლიტრი რძე.
ასეთი ხსნარი უნდა მიაპკუროთ თქვენს მცენარეს ზემოდან შემდეგი ცხრილის მიხედვით: 14 ივნისს, 26 ივნისს, 7 ივლისს, 19 ივლისს, 1, 11, 25 აგვისტოს და 7 სექტემბერს.
ამ შემადგენლობის ხსნარი იხსნის თქვენს კიტრს აბსოლიტურად ყველა დაავადებისგან და დაგეხმარებათ უხვი მოსავლის მიღებაში.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც ისეთივე სასარგებლო აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის. თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის!