ამ ჩაის თვეების განმავლობაში ყოველ საღამოს ვსვამდი. 5 წელზე მეტია, ავადმყოფობა ჩემთვის სრულიად უცხოა

5520

ჩვენს დროში, როდესაც ვცხოვრობთ უკიდურესად დაბინძურებულ გარემოში, ვიკვებებით არასწორად და გვახასიათებს არაერთი მავნე ჩვევა, კარგი ჯანმრთელობით ბევრი ვერ დაიკვეხნის.

რა მოვიმოქმედოთ ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად? გარდა ცხოვრების სტილში გარკვეული ცვლილებების შეტანისა (ვარჯიში, სწორი კვება, ხარისხიანი დასვენება), არაჩვეულებრივი იქნება, თუ რეგულარულად მიიღებთ ამ საშინაო საშუალებას, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.

ხალხური მედიცინის ეს საკმაოდ ძველი და ცნობილი რეცეპტი მოგიტანთ უდიდეს სარგებელს. მოამზადეთ და მიიღეთ ის სწორი ინსტრუქციით, რათა გაიუმჯობესოთ ზოგადი ჯანმრთელობა და აივსოთ სასიცოცხლო ძალებით.

რატომ უნდა მივიღოთ ეს საშუალება? 

თუ ამ საშინაო რეცეპტს დახმარებისათვის მიმართავთ, შეძლებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას, სხეულში და სხეულის ზედაპირზე დაგროვებული ჭარბი ცხიმების მოშორებას, სისხლძარღვების ბოლომდე გაწმენდას, მათთვის ელასტიურობის დაბრუნებას, ინსულტის, სტენოკარდიის, ინფარქტისა და ჰიპერტონიის პროფილაქტიკას, თავის ტკივილის დამარცხებას, მხედველობის გაუმჯობესებას და მთელი ორგანიზმის გაახალგაზრდავებას.

მაშ ასე, დაგჭირდებათ:

  • 100 გრამი გამომშრალი გვირილა
  • 100 გრამი კრაზანას გამომშრალი ბალახი
  • 100 გრამი გამომშრალი უკვდავა
  • 100 გრამი გამომშრალი და დაფქული არყის ხის კვირტები

ყველა მზა ინგრედიენტის შეძენას შეძლებთ უახლოეს აფთიაქში, თანაც ხელმისაწვდომ ფასად.

მომზადებისა და გამოყენების წესი: 

ოთხივე ინგრედიენტი გაატარეთ ყავის საფქვავშიდა ჩაყარეთ ემალის ჭურჭელში. 1 სუფრის კოვზ ბალახეულის ამ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, დააყვნეთ 20 წუთით და შემდეგ გადაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლის ან დოლბანდის გამოყენებით.

გადაწურულ სითხეში, სანამ ჯერ კიდევ თბილია, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად მოურიეთ. მიირთვით ეს სასმელი თბილ მდგომარეობაში საღამოს საათებში, ვახშმობის შემდეგ. ბალახეულის ამ ჩაის დალევის შემდეგ არ ჭამოთ და არ მიიღოთ რაიმე სახის სითხე.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე. კურსის ჩატარება შეგიძლიათ მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ.

სარგებელი, რომელსაც ამ სასმელისგან მიიღებთ, მართლაც რომ ძალიან დიდია. საოცარ ცვლილებებს მისი რეგულარული მიღებიდან ხანმოკლე დროში იხილავთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია მოგეწონათ,აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!