ფხვიერი ცომის ორცხობილები ჯემით, რომლის გემოც აუცილებლად შეგიყვარდებათ

2677

გემრიელი დესერტები ფხვიერი ცომისგან დიასახლისებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი მომზადება არც ისე რთულია, სასიამოვნო შედეგი კი – ყოველთვის თვალსაჩინო. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ქლიავის ჯემის ფხვიერი ორცხობილების მომზადების მარტივ ინსტრუქციას. თუ ჯერ კიდევ არ იცით, რითი გაუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებს ან სტუმრებს, აუცილებლად ისარგებლეღთ ჩვენი დღევანდელი რეცეპტით.

რა თქმა უნდა, ქლიავის ჯემი შეგიძლიათ, ნებისმიერი სხვა, ბლანტი კონსისტენციის ჯემით ჩაანაცვლოთ. არაჩვეულებრივი იქნება თუ უპირატესობას, მაწყვის ან ჟოლოს ჯემს მიანიჭებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ფხვიერი ორცხობილები ჯემით

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი – 400 გრამი
  • კარაქი – 200 გრამი
  • შაქარი – 250 გრამი
  • კვერცხი – 3 ცალი
  • დარიჩინი – 25 გრამი
  • შაქრის პუდრი – 50 გრამი
  • ნიგოზი – 150 გრამი
  • მარილი – 1 მწიკვი
  • ქლიავის, მარწყვის ან ჟოლოს ჯემი – 150 გრამი

ინსტრუქცია: 

1. განაცალკევეთ კვერცხის გულები და ცილა ერთმანეთისგან. სამივე კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ.

2. მოათავსეთ ჯამში კარგად გაცრილი ფქვილი, გაუკეთეთ ჩაღრმავება (ვულკანის მსგავსად) და ჩაასხით მასში კვერცხის კარგად ათქვეფილი გულები.

3. დაუმატეთ მასას შაქარი, ოთახის ტემპერატურის კარაქი, მარილი და დარიჩინი. ამოიყვანეთ ცომი და დააყოვნეთ ის მაცივარში 30 წუთით. სანამ ცომი ყოვნდება, კარგად დააქუცმაცეთ ნიგოზი.

4. დაყოვნებული ცომი დაჭერით თანაბარი ზომის ბურთებად, ოდნავ გააბრტყელეთ, გაუკეთეთ ჩაღრმავება ცენტრში და განათავსეთ საცხობ ფორმაზე, რომელშიც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ ჩაფენილი. თითოეული ჩაღრმავებაში მოათავსეთ ჯემი და ზემოდან მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი.

5. 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ ორცხობილები 15-20 წუთით.

6. 20 წუთის შემდეგ გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ მასში ორცხობილები სრულ გაგრილებამდე. ბოლოს, სურვილისამებრ, მოაყარეთ ორცხობილებს შაქრის პუდრი.

7. გემრიელად მიირთვით!

პირობას გაძლევთ, ამ ორცხობილების გემო აუცილებლად შეგიყვარდებათ. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!