ხველა და ბრონქიტი 5 დღეში განკურნებადია. ნატურალური საშუალება თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის

3896

წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება ვიქცეთ ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების მსხვერპლად. ყველასათვის კარგად არის ნაცნობი დისკომფორტის ის უდიდესი შეგრძნება, რომელიც ბრონქიტსა და ხველას ახლავს თან. როდესაც სასუნთქი სისტემა დაინფიცირებულია, პრობლემის ძირფესვიანად აღმოფხვრას საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

პირველი, რასაც ასეთ დროს ვაკეთებთ, აფთიაქში წასვლა და სხვადასხვა მედიკამენტების შეძენაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეს საშუალება მართლაც ეფექტურია, მსგავსი აბებისა და სიროფებისთვის არაერთი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენაა დამახასიათბელი.

ჩვენ გირჩევთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სააფთიაქო პრეპარატების მიღებისგან და ისეთ გავრცელებულ პრობლემებს, როგორიც ხველა და ბრონქიტია, მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი საშუალებებით ებრძოლოთ. რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, საკუთარი ეფექტურობით ძვირადღრებულ სააფთიაქო პრეპარატებსაც კი აღემატება!

როგორ დავამარცხოთ ხველა და ბრონქიტი

ინგრედიენტები: 

  • 250 მლ რძე
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • ¼ ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
  • 1 კვერცხის გული

მომზადებისა და მიღების წესი: 

  1. პირველ რიგში, თქვენ უნდა აადუღოთ რძე. ანადუღარი რძე დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე იქამდე, სანამ კარგად არ გაგრილდება.
  2. გაგრილებულ რძეში ჩაამატეთ კარაქი, თაფლი და კარგად გადაურიეთ.
  3. ახლა სოდისა და კვერცხის გულის დამატების დროა. კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
  4. მიირთვით ეს სასმელი დაძინების წინ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 5 დღე.

ასე მარტივად შეგიძლიათ დაამარცხოთ ხველა და ბრონქიტი მინიმალურ დროში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობას!