კაკაოს ნიღაბი, რომელიც საკმაოდ იოლი მოსამზადებელია, ნაოჭებისა და ნაადრევი სიბერის ძლიერი მტერია

731

გაგიზიარებთ კაკაოს ბაზაზე მომზადებული ნიღბის რეცეპტს.  ნიღაბს აქვს ბოტოქსის ეფექტი.

კაკაო ძალიან სასარგებლოა კანისთვის. მის შემადგენლობაში  შემავალი მაგნიუმი ხელს უწყობს კუნთების რელაქსაციას. კოფეინი ადვილად უმკლავდება შეშუპებას, ამკვრივებს სახისა და კისრის კანს.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კაკაო 1 ჩ. კ.
  • როზმარინის ეთერზეთი 5 წვეთი (ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეწოვას და კანს უნარჩუნებს კოლაგენს)
  • წყალი 1 ს. კ.
  • კარაქი 2 ჩ. კ.
  • 1 ცალი კვერცხის გული

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ოთახის ტემპერატურის კარაქს დაამატეთ როზმარინის ეთერზეთი და კარგად აურიეთ.
  2. დაამატეთ კვერცხის გული და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. შეურიეთ კაკაო, ცოტა თბილი წყალი და კარგად აურიეთ.
  4. სახე, კისერი, მკერდის ზონა დაიბანეთ, ოდნავ შეიშრეთ და ნიღაბი წაისვით ნოტიო კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი.
  5. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-4-ჯერ. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ჩაიტარეთ 2 კვირიანი კურსი.

თუ თქვენ როზმარინის ეთერზეთზე ალერგია გაქვთ, მის ნაცვლად გამოიყენეთ რეჰანის ან ევკალიპტის ეთერზეთი.

ნიღაბი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და დადეთ სიგრილეში. გამოსაყენებლად ვარგისია 3 დღე.