სახსრების ტკივილის ატანა გამოსავალი არ არის. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ დიდ შვებას იგრძნობთ

2466

ხალხური მედიცინის ეს საშუალებები მართლაც რომ არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა სახსრების მკურნალობის დროს. თუ თქვენ ძლიერი ტკივილები და დისკომფორტის საშინელი შეგრძნება გაწუხებთ, აბების მიღების ნაცვლად, გირჩევთ, აუცილებლად ცადოთ ეს საშუალებები. სასიამოვნო ცვლილებები უკვე რამდენიმე პროცედურის შემდეგ თვალსაჩინო იქნება!

საკმაოდ ხშირად სახსრების ტკივილს აღიქვამენ როგორც სიბერის ნიშნას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა 40 წლის ასაკში ან უფრო გვიან იჩენს თავს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის! დღესდღეობით საყრდენ-მამოძრავებელ აპარატთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ხშირია ახალგაზრდებშიც, რაც ცხოვრების არასწორი სტილის შედეგია.

მალამო, რომელიც სწრაფად ამარცხებს ტკივილს

ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი მდოგვი;
  • 1 სუფრის კოვზი წყალი;
  • 1 სუფრის კოვზი წვრილკრისტალებიანი მარილი;
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი .

ინსტრუქცია:

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. გადაიტანეთ ის პატარა ზომის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
  3. მზა მალამო წაისვით თხელ ფენად მტკივან სახსრებზე, ზემოდან შემოიხვიეთ ჯერ პოლიეთილენის პარკი და შემდეგ შალის თბილი ქსოვილი.
  4. კომპრესი დაიტოვეთ სამოქმედოდ 2 საათით. როგორც კი სახვევს მოიხსნით, დაწექით დასაძინებლად, რადგან პროცედურის შემდეგ სახსრებს დასვენების საშუალება უნდა მიეცეთ.

უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თქვენ საოცარ შვებას შენიშნავთ და მეტი სტიმულიც მოგეცემათ. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში ტკივილი საერთოდ წარსულში დარჩება!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!