ნატურალური საფაღარათო საშუალება, რომელიც ბოლომდე დაგიცლით ნაწლავებს და მოგაშორებთ გაბერილ მუცელს

87421

ყაბზობა – პრობლემა, რომელიც პერიოდულად პრაქტიკულად ყველა ადამიანს გვაწუხებს. ტკივილის შეგრძნება კუჭის არეში და მუცლის შებერილობა, რომელიც ყაბზობის ფონზე ვითარდება, უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის.

სავსებით შესაძლებელია, ეს უსიამოვნო მოვლენა ნაკლები მოძრაობის, ასაკის, სტრესის, საკვები უჯრედისისა და ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტის შედეგი იყოს. არ შეიძლება არც იმ ფაქტის გამორიცხვა, რომ ყაბზობა წარმოადგენდეს რომელიმე სხვა დაავადების მეორად ეფექტს, რის გამოც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან და გამოიკვლიოთ თავი.

არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტი ქრონიკული ყაბზობისგან იტანჯება. რა თქმა უნდა, თანამედროვე ფარმაცევტული ბაზარი სავსეა სპეციალური აბებით, თუმცა რამდენად უსაფრთხოა მათი მიღება, ამის განსჯა თქვენთვის მომინდია.

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ამ მავნე აბების გაცილებით ჯანსაღ და არანაკლებ ეფექტურ ალტერნატივაზე. მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების კომბინირებით მიიღებთ საშინაო საფაღარათო საშუალებას, რომელიც შეგიწყობთ ხელს ნაწლავების ბოლომდე დაცლაში და მოგაშორებთ გამობერილ მუცლეს, თანაც არ მოუტანს ზიანს თქვენს ზოგად ჯანმრთელობას.

ნატურალური საფაღარათო საშუალება საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის ჭიქა ფინიკი
  • 1 ჩაის ჭიქა შავი ქლიავის ჩირი
  • 5 ჩაის ჭუქა მდუღარე წყალი

ინსტრუქცია:

ფინიკი და შავი ქლიავის ჩირი დააქუცმაცეთ რაც შეიძლება წვრილად, ჩაყარეთ ჭურჭელში და დაასხით 5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ხარშეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე იქამდე, სანამ წყალი ბლანტი კონსისტენციის არ გახდება (დაახ 20-30 წუთი).

მომზადებული საშუალება დააყოვნეთ მთელი ღამით და მეორე დილას გადაწურეთ სითხე მინის ბოთლში. შეინახეთ ის მაცივარში.

ულუფა, რომელსაც მიიღებთ, გეყოფათ დაახლოებით 3 კვირა. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველ დილას მიირთვით ის 1 ჩის კოვზის ოდენობით.

თუ პერიოდულად გაწუხებთ ტკივილის ძლიერი და მოულოდნელი შეგრძნება კუჭის არეში, ხალხური საშუალებების მიღების ნაცვლად, აუცილებლად გაიარეთ კონსულტცია ექიმთან და გამოიკვლიეთ თავი.