შემოგთავაზებთ უგემრიელესი ჩიზქეიქის რეცეპტს. არ სჭირდება გამოცხობა, კვერცხი, ჟელატინი. მზად გექნებათ 20-30 წუთში. უბრალოდ რამდენიმე საათით უნდა შედოთ მაცივარში მასის გასამყარებლად.
ბაზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შოკოლადის ორცხობილები 250 გრ
- კარაქი 120 გრ
- 18 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა
ორცხობილა წმინდად დააქუცმაცეთ. კარაქი გაადნეთ, დაასხით ორცხობილის ნაფშვენებს და აურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, გაანაწილეთ თანაბრად და რაც შეიძლება კარგად დატკეპნეთ. მზა ბისკვიტი კრემის მომზადებამდე შედეთ მცივარში.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- კრემ-ყველი ფილადელფია ან ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი 450 გრ
- შაქრის ფხვნილი 50 გრ
- თეთრი შოკოლადი 280 გრ
- ნაღები 33%-იანი ცხიმიანობის 400 გრ
ინსტრუქცია:
1. კრემ-ყველს შეურიეთ შაქრის ფხვნილი.
2. თეთრი შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ყველისა და შაქრის ნარევს.
3. ცალკე თასში გასქელებამდე ათქვიფეთ ცივი ნაღები და მომზადებული მასები გააერთიანეთ. კრემიც მზად არის.
4. ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და ფაფუკი, ჰაეროვანი კრემი თანაბრად გაანაწილეთ ბისკვიტზე. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მოამზადოთ ხილით, განსაკუთრებით უხდება მოტკბო-მომჟავო გემოს ხილი.
5. 40-50 გრ თეთრი შოკოლადი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და მოაყარეთ ზემოდან. უგემრიელესი დესერტი შედეთ მაცივარში და გააჩერეთ, დაახლოებით 8 საათი.
გემრიელად მიირთვით კრემ-ყველის, ნაღების, თეთრი შოკოლადისა და კაკაოს ორცხობილების ზღაპრული კომბინაცია და ყველა გააოცეთ თქვენი კულინარიული ოსტატობით!