ამ სასმელმა სახსრების ტკივილი სამუდამოდ დამავიწყა და ცხოვრების ხალისი დამიბრუნა

6804

ასაკის მატების პარალელურად ჩვენ სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემას, რაც იმუნური სისტემის დასუსტებითაა განპირობებული. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სახსრების ძლიერი ტკივილია, რომელიც შუახნის ასაკს გადაცილებული ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს აწუხებს.

დღესდღეობით საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქტუალურია ახალგაზრდებშიც, რაც ცხოვრების თანამედროვე, ნაკლებად მოძრავი სტილითაა განპირობებული.

თუ თქვენც ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც სახსრების ტკივილი აწუხებს, კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად დიდ დისკომფორტთან და უსიამოვნო შეგრძნებებთანაა დაკავშირებული მოცემული პრობლემა.

გირჩევთ, დროულად მიიღოთ საჭირო ზომები სახსრების გასაჯანსაღებლად, რათა პრობლემამ გაცილებით რთული ფორმა არ შეიძინოს.

გარდა იმუნური სისტემის დაქვეითებისა და ცხოვრების მჯდომარე სტილისა, სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს არაკომფორტული ფეხსაცმლის ხშირმა ტარებამ, ზედმეტმა ფიზიკურმა დატვირთვამ და ჭარბმა სტრესმა.

თუ უკვე არაერთი სააფთიაქო პრეპარატი გამოცადეთ და არც ისე კმაყოფილი ხართ, რადგან მათთვის მხოლოდ დროებითი ეფექტია დამახასიათებელი, გირჩევთ, დახმარებისთვის ერთ საშიანო საშუალებას მიმართოთ. ეს ის სასმელია, რომლის დახმარებითაც სიცოცხლის ხალისი დავიბრუნე!

როგორ ვუმკურნალოთ სახსრების ძლიერ ტკივილს

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 1 ჩაის ჭიქა შვრიის ფანტელები
  • 1 ჩაის ჭიქა ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი
  • 2 ჩაის ჭიქა დაქუცმაცებული ანანასი
  • 200 გრამი წვრილად დაჭრილი, დაქუცმაცებული ნუში
  • 200 მლ წყალი

ინსტრუქცია:

  1. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ შვრიის ფანტელები დაბალ ცეცხლზე და შემდეგ მიეცით დრო გასაგრილებლად.
  2. მოხარშულ ფანტელებს დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა.
  3. თუ ის ზედმეტად ბლანტი იქნება, განაზავეთ საჭირო რაოდენობით წყლით ან ფორთოხლის წვენით.
  4. მიღებული სასმელი გაყავით 2 თანაბარ ულუფად. პირველი ულუფა უნდა მიირთვათ დილით, უზმოზე, ხოლო მეორე ულუფა – საღამოს, დაძინებამდე 30 წუთით ადრე.
  5. კურსის ხანგრზლივობა – 15 დღე.

ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია ერთ დღეზე. ყოველი დღისთვის თქვენ უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა.

ამ სასმელის მიღების შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებას მყისიერად შენიშნავთ. რეცეტში შემავალი ყველა ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის.

როგორც უკვე გითხარით, მოცემული სასმელი პირადად მე ძალიან დამეხმარა. თუ თქვენც გაწუხებთ ძლიერი ტკივილები და დისკომფორტის შეგრძნება, აუცილებლად ცადეთ ის!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილებით თქვენც დაგეხმარებით. იზრუნეთ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია!