მეგობარმა კონდიტერმა, 30 წლიანი სტაჟით, მასწავლა, როგორ მოვამზადო ყველასათვის საყვარელი ნამცხვარი “კაკალი”

2055

ცოტა ხნის წინ, მაღაზიაში კაკლისებრი ორცხობილები ვიყიდე. თუმცა, ისინი იმდენად გემრიელი არ იყო, როგორც ბავშვობაში, არც შიგთავსმა მომხიბლა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, თვითონ გამომეცხო ისინი. იმისათვის, რომ მეც და ჩემს ბავშვებსაც გაგვეგო ნამდვილი “კაკლების” გემო, ისეთის, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო. რეცეპტისთვის მივმართე დედაჩემს და მისი რეკომენდაციებით გავიგე, რომ მომზადება საკმაოდ მარტივია.

ორცხობილა “კაკლები” შედედებული რძით

ამ რეცეპტში ყველაზე მნიშვნელოვანია ფორმა, რომელშიც ეს ორცხობილა უნდა მომზადდეს. იგი სხვადასხვანაირია: ცარიელგულა და სავსეგულა კაკლებისთვის, გაზის და ელექტრო – არჩევანი თქვენზეა.

მე სახლში ძველი, გაზის საკაკლე მაქვს, რომელიც ბებიისგან მერგო. მისი დახმარებით ნაჭუჭებს ვამზადებ, თვითონ ფორმას კი გაზზე ვაცხელებ. სწორედ ასეთი საკაკლისთვისაა აღნიშნული რეცეპტი, რომლის მორგებაც თქვენს საცხობზეც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 3.5 ჭიქა ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 3/4 შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • 0.5 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ქილა მოხარშული შედედებული რძე

მომზადება

1. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ შაქარი, კვერცხი და მარილი, კარგად მოურიეთ.

2. დაუმატეთ კარაქი, სოდა ჩააქრეთ ძმრით, მოურრიეთ და თანდათან დაუმატეთ ფქვილიც. მოზილეთ ცომი გულმოდგინეთ, კენჭები რომ არ დარჩეს.

ბოლოს რბილი და ელასტიური ცომი უნდა გამოვიდეს, რომელიც ხელებზე არ მოგეკრობათ.

3. საცხობ ფორმაში ჩაასხით ცოტაოდენი ზეთი და გადაანაწილეთ ყველა კაკალში. შემდეგ დადგით ფორმა ცეცხლზე და კარგად გააცხელეთ.

4. ცომისგან მოამზადეთ თქვენი საცხობი ფორმის ზომის ბურთულები.

5. მოათავსეთ ბურთულები ფორმის ორმოებში და დაახურეთ თავსახური. პირველი ნაკადი შედარებით უფრო დიდხანს მოანდომებს გამოცხობას, ვიდრე დანარჩენები, რადგან საკაკლე კარგად უნდა გახურდეს.

6. აცხვეთ 1 წუთით და შემდეგ ჩახედეთ: თუ ორცხობილები შეიბრაწა, ფორმა გადააბრუნეთ.

7. მზა ნახევრები ამოიღეთ ფორმიდან და მოათავსეთ თეფშზე გასაგრილებლად.

8. კაკლების ნახევრების შესაერთებლად, ორცხობილის ერთი ნახევარი გაავსეთ შედედებული რძით და დაახურეთ მეორე ნახევარი.

9. სულ ესაა. ორცხობილა “კაკლები” მზადაა.

გემრიელად მიირთვით!