ქალბატონებო, თუ საკუთარი სისხლის ჯგუფი იცით, გაიგეთ სიახლე თქვენი ხასიათისა და ტემპერამენტის შესახებ

6700

უკვე 25 ასწლეულზე მეტია, რაც კაცობრიობა დაინტერესებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლით, როგორიც ადამიანის ტემპერამენტია. ინტერესი ამ საკითხის მიმართ დღითიდღე იზრდება. როდესაც საუბარი ტემპერამენტზე მიდის, იგულისხმება ადამიანის ფსიქოლოგიური განსაკუთრებულობები. ესენია: მათი ემოციურობა, ენერგიულობა, ინდივიდუალური ქცევა და ა.შ.

რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში წარმოიშვა უამრავი მეთოდი, მიდგომა და ტექნიკა, რომლის დახმარებითაც ადამიანის ტემპერამენტის განსაზღვრაა შესაძლებელი. დღევანდელ სტატიაში ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ იაპონელებისა და ჩინელების თეორიაზე, რომლიც სისხლის ჯგუფის მიხედვით ადამიანის ტემპერამენტის განსზაღვრას გულისხმობს.

ქალბატონების ტემპერამენტი მათი სისხლის ჯგუფის მიხედვით:

I ჯგუფი

ქალბატონები პირველი ჯგუფის სისხლით – ყველაზე ეგოისტი ნატურები. მამაკაცებთან ურთიერთობაში ისინი ძალზედ ვნებიანები და ეჭვიანები არიან. ლამაზი სქესის ეს წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი რჩეულის გაკონტროლებას. თუ თქვენ ასეთ ქალბატონთან გადაწტყვეტთ ურთიერთობის დაწყებას, გაითვალისწინეთ, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება თქვენთვის უცხო ხილად იქცევა.

პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ქალბატონს ისეთივე ემოციური და ვნებიანი პარტნიორი ესაჭიროება, როგორიც თვითონაა. მშვიდ და გაწონასწორებულ მამაკაცთან ლამაზი სქესის ეს წარმომადგენლები ურთიერთობაში სწრაფად ცივდებიან. გარდა ყოველივე ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარიერულად ყველაზე წარმატებულ ქალბატონებს შორის სწორედ ლამაზი სქესის ის წარმომადგენლები ლიდერობენ, რომელთაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ.

II ჯგუფი

მე-2 ჯგუფის სისხლის მქონე ლამაზი სქესის წარმომადგენლები ძალზედ მშვიდები და მომთმენები არიან. პირველივე შეხედვა საკმარისია იმის დასადგენად, თუ როგორი მეგობრულები და დისციპლინირებულები, მოწესრიგებულები არიან ისინი. პრიველ რიგში, ეს ქალბატონები აფასებენ სიმყუდროვესა და კომფორტს. მე-2 ჯგუფის სისხლის მქონე ლამაზი სქესის წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ პრობლემის გადაჭრას კომფლიქტის გარეშე, რაც მათ უდიდეს პლიუსს წარმოადგენს.

მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, ეს ქალბატონები საკმაოდ ჯიუტები და ხშირად გამაღიზიანებლები არიან. ურთიერთობაში ისინი მორიდებითა და სიმორცხვით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, ლამაზი სქესის ეს წარმომადგენლები იდეალური მეორე ნახევრები არიან.

III ჯგუფი

ლამაზი სქესის ამ წარმომადგენლებს მოქნილი ხასიათი აქვთ: ისინი არაჩვეულებრივად ეგუებიან მარტოობას, ხოლო დიდ კოლექტივში გრძნობენ თავს ისე, როგორც თევზი წყალში. პირველი და მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ქალბატონებისგან განსხვავებით, ლამაზი სქესის ამ წარმომადგენლებს არ უყვართ არც მბრძანებლობა, არც ვინმეს ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნა. მიუხედავად ამისა, ისინი ახერხებენ სარგებლის ნახვას სხვადასხვა სიტუაციებიდან, თანაც ისე, რომ ინარჩუნებენ დამოიკიდებლობას.

თუ თქვენ მე-3 ჯგუფის სისხლის მქონე ქალბატონთან დაიჭერთ ურთიერთობას, მოგიწევთ შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ მას საპირისპირო სქესის წარმომადგენელი უამრავი მეგობარი ჰყავს. როგორც წესი, ეს ქალბატონები გიჟდებიან ფლირტზე.

IV ჯგუფი

მე-4 ჯგუფის სისხლის მქონე ლამაზი სქესის წარმომადგენლები ძალზედ მშვიდი, ნაზი და გაწონასწორებული ნატურები არიან. ეს ქალბატონები ტაქტიკურობით, ზრდილობიანობითა და გულწრფელობით გამოირჩევიან. ყოველივე ამის პარალელურად მათ ძალიან უჭირთ დამოიკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, რადგან ამ ქალბატონების ეჭვები და საკუთარ მეორე მესთან კონფლიქტი მოსვენებას არ აძლევს. სასიყვარულო ურთიერთობებში ისინი ძალზედ გულწრფელები არიან.

ცნობისთვის, იაპონიაში საკმაოდ ხშირად ექცევა ყურადღება ადამიანის სისხლის ჯგუფს, როდესაც მას სამსახურში იღებენ. რომელი ჯგუფის სისხლი გაქვთ თქვენ? დაემთხვა თუ არა თქვენი ტემპერამენტი იაპონელებისა და ჩინელების თეორიას? გაგვიზიარეთ საკუთარი მოსაზრებები კომენტარების ველის მეშვეობით.