ნატურალური პროდუქტები, რომლებიც გაგიძლიერებთ გულის კუნთს და საიმედოდ დაგიცავთ გულის შეტევისგან

3385

ჩვენს დროში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ძალიან ხშირია არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც დაბინძურებელი საცხოვრებელი გარემოს, დაბიძურებული სასმელი წყალის, არაჯანსაღი საკვები პროდუქტებისა და მავნე ჩვევების შედეგია.

იმისათვის, რომ გულის კუნთს სიძლიერე ღრმა სიბერემდე შევუნარჩუნოთ, ვალდებულები ვართ, მივიღოთ სხვადასხვა საჭირო ზომები რეგულარულად. არაერთი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების განვითარების რისკის 70-80%-ით შემცირება სავსებით შესაძლებელია, თუ საკვებზე სწორად შევაჩერებთ არჩევანს. ცილებით, უჯრედისით, მინერალებით, ვიტამინებითა და სხვა ღირებული მკვებავი ნივთიერებებით მდიდარ ნატურალურ პროდუქტებს შეუძლია ჩვენი გულის კუნთის გაძლიერება და სხვადასხვა სერიოზული დაავადებების პრევენცია.

5 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ჩვენი გულისთვის

1. თევზი

თევზის ცხიმიან სახეობებს (ორაგული, თინუსი, ქაშაყი და ა.შ.) ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენი გულის ჯანმრთელობაზე. ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თევზის რეგულარულად მირთმევით, თქვენ შეძლებთ სისხლძარღვების გაწმენდას, ქოლესტერინის დონისა და სისხლის წნევის დარეგულირებას.

2. მუქი ფერის ლობიო

მუქი შეფერილობის ლობიო – უჯრედისის, მაგნიუმის, B ჯგუფის ვიტამინებისა და ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყარო. ყველა ეს ნივთიერება აუცილებელია ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართული მუშაობისთვის. რეგულარულად მოცემული პროდუქტის მირთმევით, თქვენ შეძლებთ სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის დარეგულირებასაც.

3. შვრიის ფაფა

შვრია – სუპერპროდუქტი ჩვენი გულისთვის. ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებითა და უჯრედისით მდიდარი მოცემული პროდუქტი არა მხოლოდ აძლიერებს გულის კუნთს, არამედ აქვს ძალიან დადებითი გავლენა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე. თუ რეგულარულად შვრიის ფაფას მიირთმევთ, შეძლებთ სისხლში ქოლესტერინის დონის დარეგულირებას და არტერიების გაწმენდას. დაიწყეთ დღე შვრიის ფაფით!

4. ღვინო

წითელი ღვინო – რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს სწორედ ის პროდუქტია, რომელსაც აქვს დადებითი გავლენა ჩვენს გულზე. ანტიასაკობრივი თვისებებით გამორჩეული ეს სასმელი დაგირეგულირებთ ქოლესტერინის დონეს და გაგიწმენდთ სისხლძარღვებს. გაითვალისწინეთ, ის უნდა მიიღოთ მხოლოდ გონივრული, მკაცრად განსაზღვრული ულუფებით.

5. ზეითუნის ზეთი

მოცემული პროდუქტი ანტიოქსიდანტებისა და ჯანსაღი ცხიმების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. შეაზავეთ ზეითუნის ზეთით საყვარელი კერძები და სალათები, რათა შეუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და სიძლიერე გულის კუნთს.

დიახ, ეს სწორედ ის 5 პროდუქტია, რომელიც უნდა მიირთვათ რეგულარულად, რათა საიმედოდ დაიცვათ თავი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!