მარტივი საშუალება, რომელიც აახალგაზრდავებს მთელ სხეულს. მხედველბოა და მეხსიერება გამიუმჯობესდა, ნაოჭები და ჭაღარა გაქრა

3471

შეიძლება თუ არა დაბერების პროცესისთვის თავის არიდება? ეს სწორედ ის შეკითხვაა, რომელიც კაცობრიობას უხსოვარი დროიდან აწუხებს. რა თქმა უნდა, წლებს ვერსად გავექცევით, თუმცა სავსებით შესაძლებელია კარგი გარეგნობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება ღრმა სიბერემდეც კი, თუ რეგულარულად გარკვეულ ზომებს მივიღებთ.

გიფიქრიათ ოდესმე, თუ როგორ ახერხებს ქალბატონების ერთი ნაწილი, გამოიყურებოდეს თავის რეალურ ასაკთან შედარებით 15-20 წლით უფრო ახალგაზრდად, თანაც ქირურგიული ჩარევის გარეშე? ეს ცხოვრების ჯანსაღი წესის, გარკვეული რუტინებისა და სწორედ ისეთი საშუალებების დამსახურებაა, რომლის მსგავსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ.

ამ საშუალებას “ახალგაზრდობის ელექსირის” სახელწოდებით ვიცნობთ და მას უკვე საკმაოდ დიდი ხანია, პირადად ვიღებ. ჩემი მხედველობა გაუმჯობესდა, კანი გაცილებით გლუვი და მიმზიდველი გახდა, თმა მოცულობაში გაიზარდა, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და დისკომოფრტის საშინელი შეგრძნებაც წარსულში მოვიტოვე.

მთელი ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი ელექსირი

ინგრედიენტები: 

  • 4/5 ჩაის ჭიქა სელის ზეთი
  • 4 საშუალო ზომის ლიმონი
  • 3 თავი ნიორი
  • 1 კგ თაფლი

მომზადება: 

ნიორი კარგად გაასუფთავეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში ლიმონთან ერთად. 2 ლიმონი უნდა აიღოთ თავის კანიანად, დანარჩენი ორი კი – კანის გარეშე. მიღებული ფაფისებრი მასა გადაიტანეთ შესაბამისი ზომის მინის ქილაში, დაასხით მოცემული რაოდენობით სელის ზეთი, 1 კგ თაფლი და კარგად გადაურიეთ. შეინახეთ ეს საშუალება მაცივარში.

ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი ელექსირი უნდა მიირთვათ 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. როდესაც ნარევი ამოგეწურებათ, გააკეთეთ 1 კვირიანი შესვენება და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ კურსი.

სულაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, თუ რატომ აქვს ამდენად დიდი დადებითი გავლენა მოცემულ საშუალებას ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე. სელის ზეთი – ეს მცენარეული ჰორმონია, რომელიც შლის ქოლესტერინის ფენებს, ამცირებს მის დონეს სისხლში, ხოლო ლიმონთან ერთად კომბინაციაში ეს საშუალება წმენდს ღვიძლს და სტიმულირებს ნაღვლის გადინების პროცესს. ღვიძლი ხომ ახალგაზრდობის მთავარი გენერატორია!

ვიტამინ C, რომელიც ჭარბადაა ლიმონში, ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტსა და სისხლძარღვების კედლებს.

რაც შეეხება ნიორს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს პროდუქტი ბუნების ნამდვილი საჩუქარია. ის არაჩვეულებრივად წმენდს სისხლძარღვებს, აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ჩვენს ორგანიზმს არაერთი სერიოზული დაავადებისგან.

თაფლი – კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს სასარგებლო მიკროელემენტებით.

თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი მეგობრებისთვის გაზიარება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!