როგორ გამოვიყენოთ დაფნა, რათა გავიქროთ ძვლოვანი წამონაზარდი ცერა თითიდან

26722

ძვლოვანი წამონაზარდის გაჩენა ფეხზე – პრობლემა, რომლის განვითარებისგანაც არასდროს ვართ დაზღვეული. განსაკუთრებით ხშირია ეს უსიამოვნო მოვლენა ქალბატონებში, რასაც გარკვეული მიზეზები აქვს.

ფეხის ცერა თითზე გაჩენილი ეს წამონაზარდი წარმოადგენს სახსრის გარშემო დალექილ და გამყარებულ მარილის ფენებს. დამეთანმებით, რომ ის არაესთეტიკური, უსიამოვნო შესახედაობისაა.

როგორ მოვიშოროთ ეს წამონაზარდები?

თუ ცერა თითზე დალექილი მარილის ფენების გამორეცხვა გსურთ, რომლებიც გამოიყურება ისე, თითქოს ჩვენმა ძვლამა დეფორმაცია განიცადა, აუცილებლად გამოიყენეთ დაფნა.

დღევანდელ სტატიაში გასწავლით ნაყენისა და მალამოს მომზადებას, რომელთა დახმარებით მდგომარეობას სწრაფად გაიუმჯობესებთ. დაფნის ნაყენი გამორეცხავს სახსრებში დალექილ მარილის ფენებს, ხოლო მალამო დაგეხმარებათ გამყარებული მასების დაშლაში.

დაფნის ნაყენი ზედმეტი მარილების წინააღმდეგ

ინგრედიენტები:

  • 300 მლ წყალი
  • ერთი სუფრის კოვზი გამომშრალი და დაფქული დაფნა

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. დაასხით დაფნის დაფქულ ფოთლებს წყალი და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ დუღილის დაწყებიდან 5 წუთის განმავლობაში.
  2. მიღებული ნახარში ჩაასხით თერმოსში და დატოვეთ მთელი ღამით, მეორე დილას კი გადაწურეთ.
  3. მიირთვით მთელი დღის განმავლობაში მზა სასმელი პატარ-პატარა ყლუპებით. ყოველი დღისათვის მოამზადეთ ულუფა წინა საღამოს.
  4. კურსის ხანგღზლივობა – 3 დღე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 7 დღიანი დასვენება.

გარეგანი გამოყენების მალამო

ინგრედიენტები:

  • 100 მლ 96%-იანი სპირტი
  • 5 დიდი ზომის დაფნის ფოთოლი
  • 3 ლიტრი წყალი
  • 1 ჩაის ჭიქა სოდა

ინსტრუქცია:

  1. დაფნის ფოთლებს ჩაყარეთ ქილაში, დაასხით სპირტი და დააყოვნეთ 1 კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.
  2. მოამზადეთ ფეხების აბაზანა ცხელ წყალში ერთი ჩაის ჭიქა სოდის დამატებით და მოათავსეთ ფეხები მასში 15-20 წუთით.
  3. შეიმშრალეთ კანი და კარგად შეიზილეთ მომზადებული დაფნის სპირტნაყენი. ჩაიცვით თბილი წინდები და დაწექით.
  4. შეძლებისდაგვარად, ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს.

მასაჟი ზეითუნის ზეთით

გარდა ზემოთ მოცემული საშუალებების გამოყენებისა, ძვლოვანი წამონაზარდის გასაქრობად კარგი იქნება, თუ რეგულარულად გაიკეთებთ მასაჟს ზეითუნის ზეთის გამოყენებით. ასე გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევასა და სინოვიალური სითხის დინებას სახსრების გარშემო, რაც აუცილებელი წინაპირობაა პრობლემისგან გასათავისუფლებლად.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!