მე სტაჟიანი ჰიპერტონიკი ვარ. პრობლემას ბალახეულის ნაყენების ნარევით სწრაფად გავუმკლავდი

7756

მე სტაჟიანი ჰიპერტონიკი ვარ. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი ისეთ საშუალებას, რომელიც მოცემული პრობლემის გადაჭრაში დამეხმარებოდა. დღესდღეობით უძილობა, წნევის უცაბედი ცვლილებები, თავის ქრონიკული ტკივილები და ზოგადი სისუსტე ჩემთვის უცნობია, რაშიც მცენარეული ნაყენები, წვეთები დამეხმარა.

სააფთიაქო პრეპარატები, რომლებიც ძალზედ ეფექტურია ამ უსიამოვნო მოვლენის წინააღმდეგ საბრძოლველად, ძალიან იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მათი დახმარებით თქვენ არა მხოლოდ გაუმკლავდებით ჰიპერტონიას, არამედ სამუდამოდ დაივიწყებთ სტრესსა და უძილობას, რომელთაც დამანგრეველი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე.

როგორ დამავამარცხოთ ჰიპერტონია

ვალერიანის ნაყენი

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, გვეხმარება უძილობისა და სტრესის დამარცხებაში, ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმებს. მეტიც, ვალერიანის ნაყენი ფართოდ გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სამკურნალოდ, ეპილეფსიის, შიზოფრენიის, ასთმისა და შაკიკის სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ცხენის წაბლის ნაყენი

მოცემული ნაყენი ძალზედ ეფექტურია სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად, სისხლის გასათხევადებლად, ანთებითი პროცესების ჩასახშობათ და ქოლესტერინის ცვლის გასაუმჯობესებლად. ექიმები ხშირად ნიშნავენ მას თრომბების ფორმირების, ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის. ცხენის წაბლის ნაყენი გამოიყენება ჰემორიის (ბუასილის), ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. მეტიც, ის ეფექტურად ებრძვის შარდის ბუშტის, გულისა და ღვიძლის დაავადებებს.

შავბალახას ნაყენი

ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში ეს ბალახი ფართოდ გამოიყენებოდა გულის დაავადებების სამკურნალოდ. შავბალახას ნაყენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ის ძალზედ ეფექტურია ისტერიის, უძილობისა და ნერვოზის სამკურნალოდ. მოცემული საშუალებას ხშირად ნიშნავენ ექიმები ჰიპერტონიის, იმპოტენციისა და მენერის სინდრომის სამკურნალოდაც.

კუნელის ნაყენი

ძალზედ ეფექტურია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ტაქიკარდიისა და არითმიის სამკურნალოდ, წნევის დასარეგულირებლად, უძილობის, თავბრუსხვევისა და მშფოთვარების დასამარცხებლად.

იორდასალამის (პიონის) ნაყენი

ხსნის მშფოთვარებას, აუმჯობესებს კუჭის ფუნქციონირებას, აქვს დადებითი გავლენა მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებაზე. პიონის ნაყენი ძალზედ ეფექტურია ნაწლავის კოლიკის სამკურნალოდ, გასტრიტისა და დიარეის დასამარაცხებლად. ექიმები ხშირად ნიშნავენ მას თავის ტკივილის, პარალიჩისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ.

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ნაყენი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში ურეცეპტოდ. ჰიპერტონიის სამკურნალო საოცარი წვეთების დასამზადებლად მუქი ფერის მინის ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური, შეურიეთ ჩამოთვლილი ნაყენები თანაბარი პროპორციებით.

მომზადებული საშუალება მიიღეთ დღეში 1-ხელ 50 წვეთის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

რეკომენდაციები ჩვენი რედაქციისგან: 

წესი №1: რეგულარულად ჩაიტარეთ გამოკვლევები.

წესი №2: ებრძოლეთ ჭარბ წონას.

წესი №3: დაიყვანეთ მინიმუმამდე მარილის მიღება.

წესი №4: აკრძალეთ ალკოჰოლი და თამბაქო.

წესი №5: დაკავდით ფიზიკური აქტივობით.