5 სალათის რეცეპტი, რომელთა დახმარებით, ცხიმის წვის გააქტიურების ხარჯზე, ფიგურის კორექტირებაა შესაძლებელი.

818

შემოგთავაზებთ ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი  ინგრედიენტებით მომზადებული ჯანსაღი და დაბალკალორიული სალათების რეცეპტებს. მოცემული სალათები წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და ხელს უწყობს წონის კლებას.

1. ჭარხლის, კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი  

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჭარხალი 1 თავი
  • სტაფილო 3 ცალი
  • ნახევარი თავი კომბოსტო
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. სტაფილო, ჭარხალი და კომბოსტო გახეხეთ სახეხზე ან წვრილად დაჭერით.
  2. კომბოსტო ჩაყარეთ ცალკე თასში, მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 1-2 წუთი და შემდეგ ხელით გაწურეთ.
  3. კომბოსტოს შეურიეთ სტაფილო, ჭარხალი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.
  4. სალათი თქვენი გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით და გემრიელად მიირთვით.

2. სალათი ზღვის კომბოსტოთი და მოცვით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზღვის კომბოსტო 300 გრ
  • ლიმონის წვენი 2 ჩ. კ.
  • ჭარხალი 300 გრ
  • მოცვი 1 მუჭა

მომზადების წესი:

  1. ჭარხალი გახეხეთ ან წვრილად დაჭერით და შეურიეთ ზღვის კომბოსტოს.
  2. დაამატეთ მოცვი, ლიმონის წვენი და ნაზად აურიეთ.

3. სალათი აზიური დრესინგით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წითელი კომბოსტო 100 გრ
  • ბოლოკი 80 გრ
  • თეთრი კომბოსტო 100 გრ
  • სოიოს ყლორტები 40 გრ
  • სტაფილო 100 გრ
  • კიტრი 70 გრ
  • ნიორი 1 კბილი
  • ლერწმის შაქარი 25 გრ
  • გოგრის თესლი 15 გრ
  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
  • ბრინჯის ძმარი 80 მლ
  • ზეთი 100 მლ
  • სოიოს სოუსი 20 მლ

მომზადების წესი:

  1. ძმარს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, შაქარი, სოიოს სოუსი, ზეთი და დააბლენდერეთ.
  2. წვრილ ჩხირებად დაჭერით თეთრი და წითელი კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ბოლოკი. მზა ინგრედიენტებს დაამატეთ სოიოს ყლორტები და ნაზად აურიეთ.
  3. ბოლოს დაამატეთ მომზადებული სოუსი და კიდევ ერთხელ მოურიეთ.

4. სალათი ნიახურის ფესვითა და ვაშლით

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მწვანე ვაშლი 700 გრ
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • ჭარხალი 500 გრ
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • ნიახურის ფესვი 200 გრ
  • ფიჭვის კაკალი 1 მუჭა

მომზადების წესი:

  1. ვაშლი გათალეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად. შემდეგ მოასხით ლიმონის წვენი.
  2. ჭარხალი და ნიახურის ფესვი დაჭერით თხელ გრძივ ნაჭრებად და დაამატეთ ვაშლს.
  3. მოასხით ზეითუნის ზეთი. ლიმონის წვენი, დაამატეთ ფიჭვის კაკალი და მოურიეთ.

5. შვრიის ფანტელის სალათი ხილით

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მწვანე ვაშლი 1 ცალი
  • შავი ქლიავის ჩირი 50 გრ
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
  • უცხიმო იოგურტი 100 მლ
  • თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. შვრიის ფანტელს დაასხით იოგურტი, მოურიეთ და გააჩერეთ 1 საათი.
  2. შავი ქლიავის ჩირი ჩაალბეთ თბილ წყალში.
  3. ვაშლი გათალეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ფორთოხლი დაანაწევრეთ და თითოეულ ლებანს მოაშორეთ აპკი. ციტრუსიდან გამოყოფილი წვენი მოასხით ვაშლს.
  4. შავი ქლიავი დაჭერით ნაჭრებად, დაამატეთ ვაშლი, ფორთოხალი, შვრიის ფაფა, თაფლი და ნაზად მოურიეთ.

შემოთავაზებული სალათებიდან აარჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი, მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!