მუხლები ჩვენი სხეულის სწორედ ის ნაწილია, რომელიც ყოველდღიურად წარმოუდგენლად დიდ დატვირთვას განიცდის. ასაკის მატების პარალელურად საკმაოდ ხშირია მუხლებში ტკივილისა და დისკომფორტის განცდა, რაც მოძრაობის უნარს გვიზღუდავს. თუ შესაბამის ზომებს დროულად არ მივიღებთ, პრობლემამ შეიძლება უფრო მწვავე ფორმა შეიძინოს და მსუბუქი დისკომფორტის ნაცვლად, გაუსაძლის ტკივილებთან მოგვიწიოს გამკლავება.
გარდა ასაკის მატებისა, არსებობს კიდევ არაერთი მიზეზი, რომლითაც მუხლის სახსართან და ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება იყოს განპირობებული. მიუხედავად იმისა, თუ რისი შედეგია სახსრების ტკივილი და მათთან დაკავშირებული პრობლემები, ნატურალური საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, აუცილებლად დაგეხმარებათ.
მხოლოდ ნატურალური პროდუქტების კომბინირებით მიღებული ეს უებარი ნარევი მინიმალურ დროში გაგათავისუფლებთ ტკივილისგან და უსიამოვნო შეგრძნებებისგან, გაგიძლიერებთ ძვლებს და საიმედოდ დაგიცავთ ღრმა სიბერემდეც კი.
როგორ გავიჯანსაღოთ ძვლები და სახსრები
ინგრედიენტები:
- 3 ს.კ. ქიშმიში
- 40 გრამი გოგრის თესლი
- 2 ს.კ. ჟელატინი
- 4 ს.კ. სეზამის თესლი
- 200 გრამი თაფლი
- 2 ს.კ. სელის თესლი
მომზადებისა და გამოყენების წესი:
ამ ნატურალური საშუალების დამზადება, რომელიც აჯანსაღებს და აღადგენს ჩვენს ძვლებს, საკმაოდ მარტივია.
- ვიღებთ ყველა ინგრედიენტს, ვათავსებთ ბლენდერში და ვთქვეფთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მზა ნარევი გადაიტანეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
- თუ სახსრებისა და ძვლების ტკივილი გაწუხებთ, 1 ჩაის კოვზი მზა ნარევი მიირთვით დილით, უზმოზე, ხოლო მე-2 ჩაის კოვზი – საღამოს, დაძინების წინ.
უკვე რამდენიმე კვირაში თქვენ სასიამოვნო ცვლილებებს შენიშნავთ. მყესები და იოგები გამაგრდება, სახსრების ტკივილი კი წარსულში დარჩება. გარდა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გაჯანსაღებისა, ეს ნარევი დააჩქარებს თქვენს მეტაბოლიზმსაც და მოამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო მინერალებით.