ჩვენი ორგანიზმი ყოველდღიურად განიცდის ტოქსინების მავნე ზეგავლენას, რაც დაბინძურებული საცხოვრებელი გარემოს, არაჯანსაღი საკვებისა და მავნე ჩვევების შედეგია. ძალიან ბინძურდება ჩვენი ლიმფური სისტემაც, რასაც ქრონიკულ სტრესამდე და იმუნური სისტემის დაქვეითებამდე მივყავართ.
ექსპერტების მტკიცებით, ლიმფური სისტემა იმუნური სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. გარდა ამისა, ის არეგულირებს სითხის ბალანსს ჩვენს სხეულში და თამაშობს მნიშვნელოვან როლს ცხიმებისა და ცხიმში ხსნადი ნივთიერებების შთანთქმაში.
ლიმფურ სისტემაზე დამოკიდებულია ჩვენი ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის გამართული მუშაობა. შესაბამისად, თუ ჯანმრთელობის სხვადასხვა სერიოზული პრობლემების თავიდან არიდება გსურთ (დაწყებული ცელულიტებიდან, დამთავრებული კიბოთი), რეგულარულად აუცილებლად უნდა იზრუნოთ ლიმფის გაწმენდაზე.
ლიმფური სისტემის დაბინძურებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია:
- კანის გამოშრობა;
- გამონაყარი;
- თითების დასივება;
- იმუნური სისტემის დასუსტება;
- თავის მსუბუქი ტკივილები;
- ჰისტამინის მომატებული დონე;
- ყაბზობა, დიარეა და ლორწო ფეკალიებში;
- კანის ხშირი ქავილი;
- კიუდრების შეშუპება;
- ქრონიკული დაღლილობა;
- წონისა და მუცელზე ცხიმოვანი ფენების მატება;
- სარძევე ჯირკვლების შეშუპება;
- მტკივნეული მენსტრუაციული ციკლი;
- ჰიპერმგრძნობიარობა.
როგორ გავიწმინდოთ ლიმფური სისტემა სახლის პირობებში?
სხვადასხვა სააფთიაქო პრეპარატების მიღების ნაცვლად, გირჩევთ, რეგულარულად მიირთვათ ჭარხალი, მისგან მომზადებული უგემრიელესი სალათები და წვენები. დიახ, თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური ნაყენების მომზადება და რთული მანიპულაციების ჩატარება. ლიმფური სისტემის გასაწმენდად და მისი დრენაჟის გასაუმჯობესებლად, საკმარისია, მიირთვათ ყოველდღიურად ეს იაფი და ხელმისაწვდომი ბოსტნეული სასურველი სახით, თუმცა გაითვალისწინეთ, სასარგებლო კომპონენტების მაქსიმალური კონცენტრაცია მხოლოდ ნედლ ბოსტნეულშია. თერმული დამუშავების შემდეგ ჭარხალში მკვებავი ნივთიერებების გარკვეული ნაწილი ნადგურდება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!