მოამზადეთ ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ბოლომდე ანადგურებს ინფექციებს, პარაზიტებსა და ჭიებს

6109

გარდა იმისა, რომ გაციებისა და ინფექციების საწინააღმდეგო სააფთიაქო აბებისთვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი, მათი უმრავლესობა სხვადასხვა კანცეროგენულ ქიმიკატებსაც კი შეიცავს, რაც წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მიზეზის გამო, როდესაც საუბარი გაციებითი, ვირუსული და ინფექციური დაავადებებს მკურნალობაზე და პროფილაქტიკაზე მიდის, არჩევანი ყოველთვის ბუნებრივ ანტიბიორიკებზე უნდა შევაჩეროთ.

ნატურალური საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად მოგითხრობთ, ანადგურებს ნებისმიერ ვიურსსა და ინფექციას, ბოლომდე წმენდს სხეულს პარაზიტებისგან და აღადგენს ნაწლავების ჯანსაღ მიკროფლორას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნატურალური ანტიბიოტიკია! ის ძალიან სასარგებლოა სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური დრენაჟისთვის.

ამ სასარგებლო და აბსოლუტურად ნატურალური ინგრედიენტების კომბინაცია აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტევას და გამოირჩევა საკმაოდ ძლიერი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული თვისებებით.

მაშ ასე, დაგჭირდებათ:

  • 700 მლ ვაშლის ძმარი
  • ¼ ჭიქა ძალიან წვრილად დაჭრილი, დაკეპილი ნიორი
  • ¼ ჭიქა დაკეპილი ხახვი
  • 2 ცალი ჩილეს წიწაკა
  • ¼ გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი
  • 2 ს.კ. პირშუშხა
  • 2 ს.კ. კურკუმის ფხვნილი

ინსტრუქცია: 

  1. ყველა ინგრედიენტი, გარდა ვაშლის ძმრისა, მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და კარგად გადაურიეთ.
  2. მზა მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და დაასხით მოცემული რაოდენობით ვაშლის ძმარი.
  3. ქილას კარგად დააფარეთ თავსახური, შეანჯღრიეთ და დააყოვნეთ ბნელ, მშრალ ადგილას 2 კვირის განმავლობაში.
  4. პერიოდულად შიგთავსი კარგად შეანჯღრიეთ.
  5. 14 დღის შემდეგ გადაწურეთ მასა მარლით ან რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდით.

თუ გრიპისა და გაციების სიმპტომები გაწუხებთ, მიირთვთ ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ. კურსის ხანგრძლივობა – სრულ გამოჯანმრთელებამდე.

თუ ორგანიზმის თავდაცვითი ძალების ამაღლება და სხვადასხვა ვირუსული, გაციებითი ან ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა გსურთ, მზა ბუნებრივი ანტიბიოტიკი მიირთვით დღეში 1 სუფრის კოვზის ოდენობით, საუზმობამდე 15 წუთით ადრე.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!