შემოგთავაზებთ ხაჭოს უგემრიელესი, ნაზი, რბილი, ფაფუკი და არომატული ორცხობილების რეცეპტს. უმარტივესად მოსამზადებელი ცომი ხუთ წუთში მზად გექნებათ და სტუმრების მოსვლამდე შეძლებთ გემრიელი დესერტის გამოცხობას. გარდა ამისა, ხაჭოს ორცხობილების უპირატესობაა ის, რომ არ შეიცავს გლუტენს და შაქარს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 200 გრ
- კარაქი 80 გრ
- ბრინჯის ფქვილი 120 გრ
- სოდა ნახევარი ჩ. კ.
- მარილი მწიკვი
- დამატკბობელი თქვენი გემოვნების მიხედვით
- გარგრისა და შავი ქლიავის ჩირები გემოვნებით
მომზადების წესი:
- ხაჭო, მარილი, დამატკბობელი და სოდა აურიეთ. შემდეგ შეაზილეთ ბრინჯის ფქვილი.
- კარაქი გაადნეთ და თანდათან შეურიეთ ხაჭოიან მასას.
- გარგრისა და შავი ქლიავის ჩირები დაჭერით წვრილად და შეურიეთ მომზადებულ ცომს. შეგიძლიათ ჩირები ჩაანაცვლოთ თქვენთვის სასურველი ცოცხალი ხილით. ძალიან გემრიელი გამოდის ატმით, ნესვით, ბანანით.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. მზა ცომისგან გამოხელეთ თქვენთვის სასურველი ფორმის ორცხობილები და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.
- ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები საოცარ სურნელს აფრქვევს და ძალიან უხდება არომატულ ჩაის.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!