ჰიპერტონიის სამკურნალო ხალხური რეცეპტი, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ჩვენი დიდი ბებიები

733

ჰიპერტონია – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა ჩვენს დროში, რომელიც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია. თუ წნევის მკვეთრი ცვლილებები თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, ძალიან დაგეხმარება.

ხალხურ რეცეპტს, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც ფიჭვის წიწვები წარმოადგენს, აქტიურად იყენებდნენ ჩვენი დიდი ბებიები. მისი ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.

როგორ ვებრძოლოთ ჰიპერტონიას საშინაო საშუალებით? 

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. 5 ს.კ. ფიჭვის წიწვები, 2 ს.კ. დაქუცმაცებული ასკილი (ნაყოფი) და 2 ს.კ. ხახვის გამომშრალი და დაფქული კანი ჩაყარეთ ქვაბში.
  2. დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. როდესაც ნარევი წამოდუღდება, ქვაბს დააფარეთ თავსახური და დატოვეთ მინიმალურ ცეცხლზე 10 წუთით.
  3. მიეცით ნახარშს დრო გასაგრილებლად, შემდეგ კი გადაწურეთ.
  4. გადაწურული სითხე უნდა გეყოთ 2 დღე. მიირთვით ის მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით. როდესაც ნახარში ამოგეწურებათ, მოამზადეთ ახალი ულუფა.
  5. მკურნალობის ხანგრძლივობა – 4 თვე. კურსი უნდა ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ.

წნევასთან დაკავშირებული პრობლემები დღესდღეობით ჩემთვის სრულიად უცხოა, რისთვისაც ამ საშუალებას ვემადლიერები.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.