უაღრესად მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რომელ ქიმიურ საშუალებებს ვიყენებთ ყოველდღიურად. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, თუ სახლში არიან ბავშვები და ცხოველები. ქიმიური საშუალებები შეიცავს ქლორს, ფოსფატებს, კონსერვანტებს. საერთო ჯამში, ეს იწვევს უსიამოვნო სიურპრიზებსა და ალერგიული რეაქციებს.
საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი. შეგიძლიათ ქიმიური საშუალებები ჩაანაცვლოთ, უსაფრთხო, ბიუჯეტური პროდუქტებით და მიიღოთ გაცილებით ეფექტური შედეგი.
დამხმარედ ლიმონი და სოდა მოგევლინებათ.
პირველ რიგში, ლიმონისა და სოდის სურნელი არ ვნებს ადამიანის ორგანიზმს.
მეორეც, ყველაზე რთულად მოსაშორებელი ლაქების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა. ღუმელის ცხიმიანი კედლები, იატაკის ფილების გადაბმის ადგილები, ძველი ქვაბები _ ეს არ არის სრული ჩამონათვალი, რასაც ლიმონი და სოდა ადვილად უმკლავდება.
ლიმონი ბუნების ნამდვილი საგანძურია. აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მედიცინაში, კულინარიაში და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის.
ლიმონი გაჭერით შუაზე, ჩაყავით სოდაში და დაიწყეთ დაბინძურებული ზედაპირის გაწმენდა. შეგიძლიათ გაწმინდოთ ღუმელი, გაზქურა, ღუმელის მინა, ნიჟარა, გაზქურის სახელურები. გაზქურის სახელურებისა და სხვა მიუდგომელი ადგილების გასახეხად შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ჯაგრისი. გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ ღრუბლით. თქვენი სამზარეულო სისუფთავისგან იბრწყინებს.
მოერიდეთ ქიმიკატებითა და მავნე ნივთიერებებით დატვირთული კომერციული საშუალებების მოხმარებას. ეკოლოგიური დასუფთავება კარგია როგორც გარემოსთვის, ასევე ოჯახის ბიუჯეტის დასაზოგად.