კანი თოვლის გუნდასავით ნაზი და თეთრი იქნება, ყოველგვარი ლაქებისა და კანის სხვა ნაკლოვანებების გარეშე. გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას

278

გთავაზობთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ნატურალური ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც ათანაბრებს კანის ტონს, ათეთრებს, კვებავს, ატენიანებს და ეფექტურად ებრძვის კანის ნებისმიერ ნაკლოვანებას.

ნიღბების საბაზისო ინგრედიენტებია: 1 ცალი პამიდორი და 1 ცალი კიტრი.

ხოლო სხვადასხვა ეფექტის ნიღბების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • იოგურტი 1 ს. კ.
  • ჟელატინი 1 ჩ. კ.
  • ბრინჯის ფქვილი ან სიმინდის სახამებელი 2 ჩ. კ.
  • ზეითუნის ან ყურძნის წიპწების ზეთი 1 ჩ. კ.

ინსტრუქცია:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ ნიღბის ფუძეს. კიტრი და პამიდორი დაჭერით და დააბლენდერეთ. ამ ორი ბიუჯეტური პროდუქტის კომბინაცია აახალგაზრდავებს, ატენიანებს კანს და შეგიძლიათ გამოიყენოთ ცალკე, დამოუკიდებელ ნიღბად.
  2. მათეთრებელი ეფექტის გასაძლიერებლად კიტრისა და პამიდვრის ნარევს (2 ჩ. კ.) დაამატეთ 1 ჩ. კ. ნატურალური იოგურტი და კარგად აურიეთ. მიიღებთ კანის მსუბუქ მკვებავ ნიღაბს, რომელიც აღიავებს პიგმენტურ ლაქებს.
  3. თუ კიტრისა და პამიდვრის ნარევს დაამატებთ 1 ჩ. კ. ჟელატინს მიიღებთ გამამკვრივებელ ნიღაბს. ნიღაბი ჭიმავს კანს და მატებს კოლაგენს.
  4. ხოლო თუ ბოსტნეულს დაამატებთ ბრინჯის ფქვილს ან სიმინდის სახამებელს, მიიღებთ მათეთრებელ და გამამკვრივებელ ნიღაბს. ამ შემთხვევაში მასა გასქელდება და გაათხელეთ 1 ჩ. კ. ზეითუნის ან ყურძნის წიპწების ზეთით.
  5. ზემოთ მოცემული ყველა ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, დეკოლტეს ზონაზე, ხელებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. აირჩიეთ თქვენთვის საჭირო ნიღაბი და  გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხომლმე).
  6. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 3 დღე.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ცოდნა და გამოცდილება კომენატრების ველის მეშვეობით – ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით! მადლობას გიხდით ჩვენ გვერდში ყოფნისთვის.